ხუან მირანდა: ბარსამ საშუალება მომცა, პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი

ხუან მირანდა: ბარსამ საშუალება მომცა, პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი

"ბარსელონას" ყოფილი და "ბეტისის" ამჟამინდელი მცველი, ხუან მირანდა ხვალინდელ შეხვედრამდე Mundo Deportivo-სთან საუბრობს:

"კამპ ნოუზე" დაბრუნება განსაკუთრებული იქნება - ძველ მეგობრებს კვლავ შევხვდები. ამ ყველაფერს შექმნილი ვითარება კიდევ უფრო შესანიშნავს ხდის - "ბარსა" და "ბეტისი" გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

"ბლაუგრანას" გულშემატკივრების წინაშე თამაში? ვიმედოვნებ, ეს ნორმალური იქნება. ისინი მიყვარს, ისევე, როგორც "ბარსელონა". მათ საშუალება მომცეს, პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი, რისთვისაც მუდამ მადლიერი ვიქნები.

"ბარსა", "რეალი" და "ატლეტიკო" ყოველთვის ფავორიტები არიან. კატალონიელთა მე-7 ადგილზე ხილვა უცნაურია. ისინი გარდამავალ პერიოდში არიან. ვფიქრობ, "ბარსელონა" კვლავ ბრწყინვალე გუნდი იქნება და ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი ტიტულებისთვის იბრძოლებენ.

ჩავის შეფასება ჯერ ადრეა, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაფერი კარგადაა. ის კლუბს შესანიშნავად იცნობს - ჩავი და "ბარსა" ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. ერნანდესმა იცის, როგორ უნდა დააბრუნოს გუნდი საკადრის ადგილზე. მჯერა, რომ ის დიდებული მწვრთნელი იქნება.

სიმართლე ისაა, რომ "ბარსას" მადლიერი ვარ. ჩემპიონთა ლიგაზე ჩემი პირველი მატჩი განსაკუთრებით მახსენდება - ვნერვიულობდი, რადგან ევროასპარეზზე პირველად გამოვდიოდი. ეს "ბარსა"-"ტოტენჰემის" მატჩში მოხდა. ფანებისგან მხარდაჭერას ვგრძნობდი.

კუმანთან არასდროს მისაუბრია. ის არ მენდობოდა. პრესეზონზე წამიყვანეს, თუმცა, საბოლოოდ, სარეზერვო გუნდში აღმოვჩნდი - ეს მინიშნება იყო.

ვიცოდი, რომ ჩემი გუნდი "ბარსა ბ" იყო, მაგრამ მუდამ რეზერვში ვერ ვიქნებოდი. ამ დროს "ბეტისი" გამოჩნდა და შესანიშნავი შესაძლებლობა მომცა.

ახლა "ბარსელონა" უფრო მეტ ახალგაზრდას იყენებს, ვიდრე ჩემ დროს? ამჟამად "ბლაუგრანა" სხვა სტადიაზეა. პირველი გუნდი ახლა შენდება. როცა იქ ვიყავი, კლუბი ყველაფერს იგებდა და შანსის მიღება რთული იყო.

არაფერს ვნანობ. კატალონიაში ძალიან ბედნიერი ვიყავი - იქ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი. "ლა მასიაში" ყოფნისას ბევრი რამ ვისწავლე. იმის გამო, სადაც ახლა ვარ, "ბარსას" მადლობას ვუხდი.

"ბარსელონაში" დაბრუნება? არასდროს იცი, რა მოხდება. იქ თავს ბედნიერად ვგრძნობდი.

ვიმედოვნებ, "ბეტისში" დიდხანს ვითამაშებ.

ხუანი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" საკუთრება 2014-21 წლებში იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 დეკემბერი 2021 23:13
    0
    კარგია, რო ამღრზდელი გუნდის პატივისცემა არ ავიწყდება იმ სანდროსგან განსხვავებით. ბარსასთან გატანილი რო ზეიმით აღნიშნა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 3 დეკემბერი 2021 23:47
    4
    ისე თითქოს გასაკვირი იყო რომ ბარსა ტალანტებს ვეღარ პოულობდა ლა მასიაში, და სიმართლე ის იყო რომ ვერ კიარა არ პოულობდნენ, ბარსა ისეთი გუნდია რომელიც თავისი აკადემით მარაგდება ძირითადად და რატომ მოინდომეს ამის შეცვლა და რატომ დაიწყეს გაპიარებული ხალხით გუნდის აწყობა ვერ ვხვდები, თუმცა როსელს და სირთომეუს კარგი არაფერი გაუკეთებია , მერე რა რომ გრიზმანი უკეთ ჟღერს ვიდრე გავი, სამაგიეროდ ამ გუნდში გავი ბევრად პროდუქტიული და გამოსადეგი იქნება რადგან ამ გუნდის აღრზდილია და მათ ფილოსოფიას ბავშვობიდანვე მიჰყვება... რავიცი რთული დასაჯერებელია რომ ამდენი შეცდომა უნებლიედ დაუშვეს და უნებლიედ წაიყვანეს გუნდი ქვესკნელისკენ, მე მართლა ჩანერგილები მგონია ბართომეუც და მთელი მისი შტაბი