მარკ ბარტრას ინტერვიუ ბარსასთან მატჩამდე

მარკ ბარტრას ინტერვიუ ბარსასთან მატჩამდე

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, მარკ ბარტრა, რომელიც ამჟამად "ბეტისში" ირიცხება, ყოფილ კლუბთან ხვალინდელ მატჩამდე, Què T'hi Jugues-სთან საინტერესო კომენტარს აკეთებს:

"ჩავისთან ერთად "ბარსა" სწორი გზით წავა. ვფიქრობ, მისი მუშაობა უკვე თვალშისაცემია, განსაკუთრებით, ტაქტიკური თვალსაზრისით. გუნდი მაღალ დონეზეა.

"ბარსელონა"-"ბეტისი" ლა ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მხიარული მატჩია.

ორი ყველაზე ძლიერი ხასიათის მქონე მოთამაშე, რომლებიც გასახდელ ოთახში ოდესმე მინახავს, დანი ალვესი და ხოაკინი არიან. ასეთი თანაგუნდელების ყოლა ყველას სურს. ალვესი მებრძოლადაა დაბადებული. დარწმუნებული ვარ, ის გუნდს იმ ადგილას დაბრუნებაში დაეხმარება, სადაც ის იმსახურებს.

გავი მაკვირვებს - არამხოლოდ თავისი ტალანტის, არამედ კონკურენტუნარიანობის გამო. ხუან მირანდა მეუბნება, რომ ის ვარჯიშზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.

ნიკო გონსალესი ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელსაც ძლიერი მენტალიტეტი და კარგი ფიზიკური მომზადება გამოარჩევს.

უსმან დემბელე ერთი-ერთზე თამაშისას მსოფლიოში საუკეთესოა. თავდაჯერებული დემბელეს ყურება ნამდვილი სპექტაკლია".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 დეკემბერი 2021 23:16
    0
    უსმან დემბელე ერთი-ერთზე თამაშისას მსოფლიოში საუკეთესოა. თავდაჯერებული დემბელეს ყურება ნამდვილი სპექტაკლია".
    კომპლიმენტებს არ იშურებს, მაგრამ მეეჭვება დემბელე ამ ასპექტში მსოფლიოში საუკეთესო იყოს. ათეულშიც ვერ მოხვდება ამ ფორმით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 დეკემბერი 2021 23:39
    3
    რავი ეს როგორ ვერ აჰობებს ლენგლე-უმტიტის, მაგრამ არ გინდოდათ და აგერ შეგვრჩა ორი სლე, ეს ლა მასიელი მაინც არის, დემბელეს კი ყველამ რატო შეუკიკინა, ტიპზე საუკეთესოსო თუ იტყვი ალბათ მხოლოდ პაციენტად , ეგრე სწრაფი უსეინ ბოლტიც არის მაგრამ ფეხბურთში ჩაისვარა, ფეხბურთს გონება სჭირდება და ამას კიდევ მარჯვენა და მარცხენა ვერ გაურჩევია და რა ფეხბურთი უნდა ითამაშოს ამ ხრუსტალმა,
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 3 დეკემბერი 2021 23:25
    3
    ძალიან მომწონდა ეს ბიჭი და ჰქონდა პოტენციალიც, ლენგლე-უმთითიზე არანაკლებს მაინც ითამაშებდა, მაგრამ არ ენდნენ;
    ერთ მატჩს შეეწირა, ცენტრალური მცველი, რომელსაც გარეთ ბეილმა მოუგო ფლანგზე სპრინტი...
    სადოღე ცხენმა, რომელიც ყველას და ყველაფერს ასწრებდა, საჯირითოდ რომ მიუშვებდი
    არავის გახსენებია ის მშვენიერი გოლი, რითაც მანამდე ანგარიში გაათანაბრა barca-6