Mundo Deportivo ბარსელონას სატრანსფერო სამიზნეებზე

Mundo Deportivo ბარსელონას სატრანსფერო სამიზნეებზე

Mundo Deportivo "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნეებზე საინტერესო ცნობებს ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, "ბარსა" ანდრე ონანას დიდი ხანია აკვირდება - ის გუნდის სტილს ერგება და შეუძლია, ტერ შტეგენს კონკურენცია გაუწიოს, მომავალში კი გერმანელი შეცვალოს. თუმცა, კლუბში ეჭვობენ, რომ "აიაქსის" მეკარეს "ინტერთან" წინასწარი შეთანხმება აქვს;

დაცვის ხაზის გასაძლიერებლად კატალონიელებს სესარ ასპილიკუეტას ვარიანტი მოსწონთ, ვინაიდან, მას დიდი გამოცდილება აქვს, უნივერსალურობით გამოირჩევა და ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ასპარეზობს. ესპანელს "ჩელსისთან" კონტრაქტი მომავალ ზაფხულში ეწურება და შეიძლება ლა ლიგაში დაბრუნება მოისურვოს. ჩავი მას კარგად იცნობს;

"ბლაუგრანა" ლონდონელთა კიდევ ერთ ფეხბურთელს, ანდრეას კრისტენსენს აკვირდება - 25 წლის მცველი "ბარსას" რადარზე ჯერ კიდევ მაშინ იყო, როცა იგი "გლადბახში" ასპარეზობდა. ასპილიკუეტას მსგავსად, მისი ხელშეკრულებაც 2022 წლის 30 ივნისს იწურება და, კლუბის შეთავაზების მიუხედავად, კონტრაქტი ჯერ არ გაუხანგრძლივებია. კატალონიელებს მისთვის დიდი ბრძოლა მოუწევთ;

რაც შეეხება თავდასხმის ხაზს - "ბარსელონა" ედინსონ კავანის შეძენას განიხილავს, რომელსაც სერხიო აგუეროს მსგავსი როლი ექნება, თუმცა, მას ჯერ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ თავკაც რალფ რანგნიკთან საუბარი სურს. წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ურუგვაელის დამატება გასულ ზაფხულში უნდოდათ, მაგრამ საბოლოოდ, რონალდ კუმანის მოთხოვნით, ლუკ დე იონგი მოიყვანეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 4 დეკემბერი 2021 23:25
    0
    გუნდი იზრდება მორალურადაც და ასაკობრივადაც, ახალი ერაა...
    ფანი [?]
    #3 4 დეკემბერი 2021 12:21
    0
    ტოდიბო გაუვალი იყო პსჟ-თან. სად აქვთ ამათ თვალები? :( დააბრუნეთ ტოდიბო! აიაქსიდან ალვარესი და მარტინესიც დასათრევებია. ადეიემეც საყიდელია. გაანებეთ თავი ამ პენსიონერებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 დეკემბერი 2021 02:19
    0
    კუმანის დედაც ეხლა კავანი რო ბარსაში არაა რა ლუკ დე იონგი იმედია ზამთარში დავითრევთ მატადორს ასპიც კაი ვარიანტია კარგად გაგვაძლიერებდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 3 დეკემბერი 2021 23:33
    1
    მოკლედ, აზპილიკუეტა ცოტა ხნით კარგი ვარიანტია ისევე როგორც კრისტენსები მაგრამ ეგაა საქმე თუ მოვლენ და სანამ ამ ბებერ კავანიმდე მიხვალთ, ფერან ტორესი და ადეიმი უფრო გამოსადეგი იქნება, ონანას რაც შეეხება ეგ ნაღდად არ მინდა ბარსაში