ოფიციალურად: ესპანეთის სუპერ თასის განრიგი ცნობილია

ცოტა ხნის წინ ესპანეთის სუპერ თასის 2022 წლის გათამაშების განრიგი ოფიციალურად დადასტურდა.
როგორც ცნობილია, ნახევარფინალში "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" 2022 წლის 12 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაუპირისპირდება.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში მადრიდის "ატლეტიკო" და ბილბაოს "ატლეტიკი" საუკეთესოს ერთი დღის შემდეგ, 13 იანვარს, ასევე 21:00 გაარკვევენ.
რაც შეეხება ფინალს - გადამწყვეტი ჯახი 16 იანვარს, 20:30 საათზე.
სუპერ თასს საუდის არაბეთი, კერძოდ, რიადი უმასპინძლებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]