პელეგრინის ცუდი სტატისტიკა ბარსასთან

პელეგრინის ცუდი სტატისტიკა ბარსასთან

ხვალ, თბილისის დროით 19:15 საათზე, "ბარსელონა" "რეალ ბეტისს" დაუპირისპირდება.

Sport-ის ინფორმაციით, ლეგენდარულ ჩილელ მწვრთნელს, მანუელ პელეგრინის, რომელიც ამჟამად სწორედ ანდალუსიური კლუბის თავკაცია, "ბარსასთან" არცთუ ისე კარგი შედეგები აქვს.

წყაროს თანახმად, კატალონიურ გრანდთან გამოცდილი სპეციალისტის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • "ვილიარეალთან" ერთად: 4 მოგება, 3 ფრე, 5 წაგება;
  • "რეალთან" ერთად: 2 წაგება;
  • "მალაგასთან" ერთად: 1 ფრე, 7 წაგება;
  • "მანჩესტერ სიტისთან" ერთად: 4 წაგება;
  • "ბეტისთან" ერთად: 2 წაგება.

ცნობისთვის, 2008 წელს, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, პელეგრინი ფრენკ რაიკაარდის შეცვლის მთავარი კანდიდატი იყო, თუმცა, შემდეგ რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 დეკემბერი 2021 21:39
    1
    გვარდის ნაცვლად ეს, რომ დაენიშნათ, რამხელა ისტორიას ჩამოაჭრიდა ბარსას და რამდენ ტიტულს დაუკარგავდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 დეკემბერი 2021 19:56
    0
    მოუთბენლად ველი თამაშს და დარწმუნებული ვარ რომ გუნდი მართლაც წინა თამაშზე უკეთეს თამშს აჩვენებს და თანდათან განვითარდებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 3 დეკემბერი 2021 17:44
    0
    იმედია მარტო სტატისტიკის იმედზე არ გავალთ მოედანზე.