ჩავი ერნანდესი ბეტისთან მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა, "რეალ ბეტისთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ანსუ დაბრუნებისთვის თავდაუზოგავად შრომობს, რაც ძალიან მახარებს.
სერჟინიო დესტი თამაშისთვის 100%-ით მზადაა.
მინდა, ალექსია პუტელიასს ოქროს ბურთის მოგება მივულოცო. მასთან ახლო ურთიერთობა მაქვს და ვიცი, რომ თამაში ყოველთვის შესანიშნავად გამოსდიოდა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო პედრიმაც დამსახურებულად მოიგო. ლეო მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და გამარჯვება ეკუთვნის. როგორც პეპმა თქვა, ის ამ ტიტულს ყოველთვის იმსახურებს.
გამარჯვებული ხმის მიცემით გამოვლინდა. ამ პრინციპით პრიზს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იგებს. მესი უბრალოდ საუკეთესოა - ისევე, როგორც პელე, მარადონა და დი სტეფანო იყვნენ თავიანთ ეპოქებში. თუ 30 წლის შემდეგ გამოჩნდება ფეხბურთელი, რომელიც ლეოს აჯობებს, მაშინ ვიტყვით, რომ ის საუკეთესოა, ამ მომენტისთვის კი მესის კონკურენტი არ ჰყავს.
- განაცხადა ჩავიმ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]