CVC-ს ალტერნატივა - ახალი შეთავაზება ესპანურ კლუბებს

"რეალმა", "ბარსელონამ" და "ბილბაომ", სატელევიზიო უფლებებთან დაკავშირებით, პრიმერა და სეგუნდა დივიზიონის კლუბებს ახალი შეთავაზება გააცნო, იტყობინება Sport.
CVC-ს წინადადება სატელევიზიო უფლებების 10%-ის 50 წლით დათმობას გულისხმობს, თუმცა ლა ლიგის ასამბლეამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელმაც CVC-ს გარიგების დადების საკითხი უნდა გადაწყვიტოს, "რეალი", "ბარსელონა" და "ბილბაო" კლუბებს საინვესტიციო ბანკების მიერ წარმოდგენილ ახალ გარიგებას სთავაზობს. JPMorgan, Bank of America და HSBC მზად არიან, ლა ლიგის კლუბებისგან სატელევიზიო უფლებები, 50-ის ნაცვლად, 25 წლით მიიღონ. ასევე, წინადადება, CVC-სთან შედარებით, დაახლოებით იმავე რაოდენობის თანხასა და უფრო დაბალ პროცენტსაც ითვალისწინებს.
ლა ლიგის ასამბლეა 10 დეკემბერს გაიმართება. ასამბლეა პრიმერა და სეგუნდა დივიზიონის 42 კლუბის პრეზიდენტებისგან შედგება. იმისათვის, რათა CVC-სთან დადებული გარიგება ძალაში შევიდეს, მას ხმათა უმრავლესობა, ანუ, მინიმუმ, 22 ხმა სჭირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]