MD: ანსუ ფატის ბაიერნთან თამაშის შანსები მცირეა

"ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევი, ანსუ ფატი, გუნდთან ერთად ვარჯიშის განახლებას ვერ ახერხებს.
სამედიცინო შტაბი იმედოვნებდა, რომ იგი გუნდურ სავარჯიშო სესიებს ხუთშაბათს ან პარასკევს დაუბრუნდებოდა. გუშინ, მან ეს ვერ შეძლო და, სავარაუდოდ, ეს არც დღეს მოხდება.
ფატის "ბაიერნთან" თამაში სურს, თუმცა ჩავი მისი ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენებას არ აპირებს. Mundo Deportivo წერს, რომ, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ 8 დეკემბერს, ანსუს "ალიანც არენაზე" ხილვის შანსები მცირეა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]