ლეგენდები ალექსია პუტელიასზე საუბრობენ

ლეგენდები ალექსია პუტელიასზე საუბრობენ

რამდენიმე თვის წინ, "ბარსელონას" ქალთა გუნდის ფეხბურთელმა, ალექსია პუტელიასმა განაცხადა, რომ თავისი კუმირები ჩავი, რივალდო, ინიესტა, პუიოლი, მესი, გვარდიოლა, კამილა აბილი და ლუიზა ნესიბი არიან.

ცოტა ხნის წინ ალექსიამ "ოქროს ბურთი" მოიგო, რასაც ზემოხსენებულთაგან რამდენიმე ეხმაურება:

ანდრეს ინიესტა:

ახლა ბავშვებს სურთ, ალექსიას დაემსგავსონ. ის ახალი თაობისთვის ნამდვილი მაგალითია. პუტელიასი "ბარსასთვის" და იმ გოგოებისთვის, რომელბსაც ფეხბურთელობა სურთ, ბევრს ნიშნავს.

კარლეს პუიოლი:

ის არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გამოირჩევა. კარგი იქნება, თუ მომავალი თაობა ალექსიას შეხედავს და მისგან, საჭირო ღირებულებებს ისწავლის.

ალექსია ბრწყინვალე მოთამაშეა როგორც "ბლაუგრანასთვის", ისე ესპანეთის ნაკრებისთვის. მას შემტევ ნახევარმცველად და თავდამსხმელად შეუძლია თამაში. პუტელიასს თითქმის იდეალური სეზონი ჰქონდა - კარგი ფეხბურთით ყველაფერი მოიგო და ისტორიულ გუნდს ულიდერა.

კამილა აბილი:

პუტელიასი თავისი ნიჭისა და ლიდერის თვისებების გამო ყველასთვის მისაბაძი მაგალითია. იმედი მაქვს, მას ბევრი გოგო და ბიჭი შეამჩნევს, რადგან ეს ნიშნავს, რომ მომავალში დიდებული ფეხბურთელები გვეყოლება.

ჩავი ერნანდესი:

ალექსია 13 წლის ასაკში უკვე პროფესიონალი მოთამაშე იყო. ვარჯიშებზე მისი დამოკიდებულება, ღირებულებები და მოტივაცია, მისი კვალიფიკაცია და ფეხბურთელად გახდომის დაუსრულებელი სურვილი საოცარი იყო. "ოქროს ბურთის" მოგება სწორედ ამის აღიარებაა. პუტელიასი ამას იმსახურებდა.

რივალდო:

ალექსია "ოქროს ბურთს" ნამდვილად იმსახურებდა. ბედნიერი ვარ, რომ მისთვის რჩევების მიცემა შემეძლო, როცა იგი ბავშვი იყო. პუტელიასი შესანიშნავი ფეხბურთელია. მას დიდი ტალანტი აქვს, რითაც ყველაფრის გაკეთება ადვილი ჩანს. ალექსიას გოლების გატანა უყვარს და თავისი ბრწყინვალე მარცხენათი გამოირჩევა.

ალექსია ჯილდოს იმსახურებდა, რადგან ის სრულყოფილი ფეხბურთელია, რომელასაც გასაოცარი წელი ჰქონდა. პუტელიასის გამო ძალიან ბედნიერი ვარ - მან ისტორია შექმნა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 დეკემბერი 2021 17:04
    2
    მართლა ძალიან სიმპათიური გოგონაა, და ფეხბურთში საუკეთესო. როგორღაც ერთმანეთისგან განყენებულუ მცნებებია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 3 დეკემბერი 2021 03:15
    7
    ლამაზი და წარმატებული ქალბატონი. ასევე მაგარი კაპიტანი