ოფიციალურად: პედრიმ IFFHS-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო მოიგო

ოფიციალურად: პედრიმ IFFHS-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო მოიგო

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, პედრიმ კიდევ ერთი ჯილდო მოიგო.

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IFFHS) არსებობის ისტორიაში პირველად საუკეთესო ახალგაზრდა (20 წლამდელი) ფეხბურთელის გამოვლენა გადაწყვიტა. 19 წლის ესპანელმა აღნიშნული პრიზი ხმათა დიდი უმრავლესობით მოიგო.

პედრის კონკურენციას ჯამალ მუსიალა ("ბაიერნი"), ერიკ გარსია ("ბარსელონა"), მეისონ გრინვუდი ("მანჩესტერ იუნაიტედი") და ედუარდო კამავინგა ("რეალი") უწევდნენ. 

ხმები ასე გადანაწილდა:

პედრი 105
ჯამალ მუსიალა 45
ერიკ გარსია 20
მეისონ გრინვუდი 15
ედუარდო კამავინგა 15


რამდენიმე დღის წინ პედრიმ რაიმონ კოპას სახელობის პრიზი, მანამდე კი Golden Boy მოიგო. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 3 დეკემბერი 2021 17:40
    0
    მოკლედ არცერთი პრიზი არ გამოუტოვია, ეხლა თამაშიც რო დაიწყოს სულ გვეშველება.
    Culé [?]
    #3 2 დეკემბერი 2021 22:05
    2
    თან რამდენით უსწრეებს გენიოსი ბავშვიი...))))))
    ფანი [?]
    #2 2 დეკემბერი 2021 21:06
    2
    იმის ნახევარს მაინც რომ თამაშობდეს რაც პიარი აქვს რაღაგვიჭირდქ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 დეკემბერი 2021 20:06
    2
    ნეტავ კიდევ რა ჯილდო უნდა აიღოს რომ ზოგ ,,გენიოსს" ისევ უპერსპექტივო არ ეგონოს?🤔😏