როგორ გადანაწილდა ლეო მესის ხმები კოპას სახელობის ჯილდოზე

როგორ გადანაწილდა ლეო მესის ხმები კოპას სახელობის ჯილდოზე

"ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავმა, პედრი გონსალესმა 29 ნოემბერს France Football-ისგან საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება მიიღო. რაიმონ კოპას სახელობის ჯილდოს ოქროს ბურთის მფლობელები ავლენენ, რომლებიც საკუთარ რჩეულებს ქულებს ანიჭებენ.

19 წლის ფეხბურთელმა ჯამში 89 ქულა მიიღო. Sport-ის ინფორმაციით, "ბარსას" ყოფილმა კაპიტანმა და ოქროს ბურთის შვიდ გზის მფლობელმა, ლიონელ მესიმ ხმა სწორედ პედრის მისცა - ლეომ ყოფილ თანაგუნდელს 3 ქულა მიანიჭა, მეორე ადგილზე 2 ქულით "პარი სენ-ჟერმენის" განაპირა მცველი, ნუნო მენდეში გაიყვანა, მესამეზე კი - 1 ქულით დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი.

მესი და პედრი გასულ სეზონში თანაგუნდელები იყვნენ და შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. კოპას სახელობის პრიზის მიღების შემდეგ, გონსალესმა სიტყვით გამოსვლისას ლეოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #4 2 დეკემბერი 2021 22:23
    0
    ოქროს ბურთზე ვინ ვის მისცა ხმა ეგ სად ვნახო?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 დეკემბერი 2021 21:57
    4
    ნუ იმსახურებდა, ლეო კიდევ სხვანაირად როგორ უნდა მოქცეულიყო?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 დეკემბერი 2021 20:03
    2
    მეგობრობა რომც არ ყოფილიყო ობიექტურია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 დეკემბერი 2021 19:56
    4
    აბა სხვისთვის რატომ უნდა მიეცა, მითუმეტეს მთელი მსოფლიო პედრის ქებაში იყო.