ჟოან ლაპორტა: დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივების პროცესი ნელა მიმდინარეობს

ჟოან ლაპორტა: დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივების პროცესი ნელა მიმდინარეობს

ჟოან ლაპორტამ სამი კატალონიური კლუბის: "ბარსელონას", "ესპანიოლისა" და "ჟირონას" თანამშრომლობის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ბარსას" პრეზიდენტმა უსმან დემბელესა და ჩავიზე ისაუბრა.

დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივების პროცესი იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე გვსურდა, თუმცა ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ - გვინდა, რომ უსმანი გუნდში დარჩეს. თუ შეთანხმებას მივაღწევთ, ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.

ჩავიმ ენთუზიაზმი და იმედი მოგვიტანა, მისი ვარჯიშის დისციპლინა და შემოღებული წესები ფეხბურთელებმა და კლუბმა კარგად მიიღეს. გვინდა, ვაჩვენოთ, რომ "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდია. ვიმედოვნებთ, მიუნხენში გამარჯვებას შევძლებთ. 

რა თქმა უნდა, "ბეტისთან" შეხვედრაც ძალიან მნიშნველოვანია, რადგან ჩვენ ლა ლიგის მოგებისკენ მივისწრაფვით.

ლაპორტამ ტრანსფერებზეც გააკეთა კომენტარი:

ჩვენ ფეხბურთელები უნდა გავყიდოთ, რათა ტრანსფერების განხორციელება შევძლოთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 დეკემბერი 2021 21:59
    1
    და საერთოდ რატომ მიმდინარეობს?! აგერ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და ეგრევე ნიუკასლ იუნაიტედი, ვაით ჰართ ლეინი და მოჟამულ-მოღრუბლული ინგლისის პროვინციული ქალაქი
    ნიუკასლს და მის შეიხებს კიდევ ვურჩევ, რომ გადახდა არ დაინანონ, ჟმოტობით დაწყებულ საქმეს წარმატება არ უწერია barca-6
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 დეკემბერი 2021 19:58
    1
    ნუ ახლა ალბათ არ იტყოდა გავა@მეინებთ ამ ზამთარშიო მაგრამ დარწმუნებული ვარ თუ გრამი ტვინი მაინც უმუშავებს იანვარში ან გაყიდის ან საკალბასეში ჩააბარებს😄
    Culé [?]
    #2 2 დეკემბერი 2021 19:31
    0
    ბიჭო მეტი რაღა უნდა ქნას რომ გააჯმევინონ გამიხადეს ეს ინვალიდი გონებასუსტი მარადონას და პელეს ჰიბრიდი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 დეკემბერი 2021 19:02
    1
    ეგ არ არის დამრჩენი და არც მაგის გამოსწორება არ იქნება, დააყენონ ტრანფერზე. მუქთად გაშვებას ეგებ ორი კაპიკი მაინც აიღონ ამ სლემბელეში.