ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 2 დეკემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 2 დეკემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 2 დეკემბერს მოხდა.

თამაშები

2 დეკემბერს "ბარსელონამ" 21 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 13 მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1898 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მეკარე (1923-1930) და მწვრთნელი (1834-1935) ფერენს პლატკო.

1908 წელი

ჟოან გამპერი "ბარსელონას" პრეზიდენტი პირველად გახდა და მან კლუბი გაკოტრებისგან იხსნა.

1987 წელი

ესპანეთის თასზე "მურსიასთან" სტუმრად 3-0 მოგებულ შეხვედრაში "ბარსელონამ" ამ ტურნირზე თავისი მე-1000 გოლი გაიტანა.

1993 წელი

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში "ბარსელონა" "რეალ მადრიდთან" მადრიდში 1-3 დამარცხდა. კატალონიელთა მხრიდან გოლი ხრისტო სტოიჩკოვმა გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 დეკემბერი 2021 19:45
    0
    ვერ ყოფილა კარგი დღე.