დემბელე მაღალ ხელფასს ითხოვს

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" და უსმან დემბელე ხელშეკრულების თაობაზე კვლავ ვერ თანხმდებიან.
როგორც ცნობილია, ფრანგი შემტევის აგენტი საკმაოდ მაღალ ხელფასს ითხოვს. ამჟამად უსმანის ხელფასი წელიწადში 10 მილიონი ევროა. კლუბი მის წარმომადგენელს დამატებით თანხას - ზემოხსენებულის 5%-ს არ გადაუხდის.
წყაროს ცნობით, აგენტი ბოლო პერიოდია აქტიურად მუშაობს, რომ უსმანი სხვაგან გადაბარგებაში დაარწმუნოს.
"ბლაუგრანა" 24 წლის მოთამაშის შენარჩუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ფინანსურ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს.
რა საკვირველია, ხსენებული მოთხოვნა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გეგმებში არ შედის, ვინაიდან, კლუბი ფინანსური Fair Play-ს რეგულაციების გამო ისედაც შეზღუდულია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 21 ]