სამმა პირმა უმტიტის გზა გადაუღობა და მოძრაობის გაგრძელების საშუალება არ მისცა [ვიდეო]

სამმა პირმა უმტიტის გზა გადაუღობა და მოძრაობის გაგრძელების საშუალება არ მისცა [ვიდეო]

"ბარსელონას" ცენტრალურ მცველს, სამუელ უმტიტის ინციდენტი შეემთხვა. ამ ინფორმაციას La Sexta ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ფრანგი ფეხბურთელი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სამმა პირმა გზა გადაუღობა და მოძრაობის გაგრძელების საშუალება არ მისცა. უმტიტიმ ავტომობილზე დაასიგნალა და ცოტა ხნის შემდეგ, აღნიშნული პირები მანქანას მოშორდნენ.

რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ სამუელი ავტომობილიდან გადმოვიდა და მათ მიმართა: "იცით, რა არის პატივისცემა?"

სავარაუდოდ, აღნიშნული პირები "ბარსას", უმტიტიზე გაბრაზებული გულშემატკივრები არიან. ფრანგს დიდი ხანია, არ უთამაშია, თუმცა მაღალ ხელფასს იღებს და კლუბის დატოვება არ სურს, რის გამოც ქომაგებმა მის მიმართ უკმაყოფილება აქამდეც გამოხატეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 2 დეკემბერი 2021 02:19
    1
    ტეხავს ესეთი დესტრუქციული საქციელები
    --------------------
    ARTHUGS
    წევრი [?]
    #4 2 დეკემბერი 2021 01:37
    1
    კაი ცოდოა ეს კაცი

    მართალია კაი ჩათლახია მარა მაინც
    Culé [?]
    #3 1 დეკემბერი 2021 22:41
    3
    ხო კაი გასაგებია რომ არ ევასებათ და გუნდს წურბელასავით მიეწება მაგრამ ეს უკვე ქაჯობაა
    --------------------
    CULE FOREVER
    Culé [?]
    #2 1 დეკემბერი 2021 22:22
    1
    კაი არ შეიძლება ესეთი რაღაცეები.ალაპარაკეს ეს მადრიდული პიტალოები.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 დეკემბერი 2021 20:17
    12
    "იცით, რა არის პატივისცემა?"
    და ვის ეკითხება ეს უნამუსო კაცი, კაპიკის საქმეს არ აკეთებს წლებია და მილიონებს იჯიბავს გაჩანაგებული გუნდიდან, მაშინ როცა ეს და დემბელე მდიდრდებიან ბარსა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს კარგავს, იმისათვის, რო ამათ ამ ფულის კრეფა განაგრძონ, გუნდი კი ლამის არის გაკოტრდეს..