სერჟი რობერტომ ოპერაციის გაკეთება ჩავისთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა

სერჟი რობერტომ ოპერაციის გაკეთება ჩავისთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა

დღეს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბარსელონას" უნივერსალი, სერჟი რობერტო მარჯვენა ბარძაყზე ოპერაციას ჩაიტარებს.

Sport-ის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელმა აღნიშნული გადაწყვეტილება 30 ნოემბერს, ჩავი ერნანდესთან და ექიმ ხავიერ ვალიესთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. მან რიკად პრუნასა და ანდრეს ინიესტას რჩევაც გაითვალისწინა.

რობერტო საკუთარი ბოლოდროინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებული იყო, რაც საკუთარი თავის გამოვლენაში ხელს უშლიდა. სწორედ ამიტომ, მან ჩავისთან და კლუბის სამედიცინო სამსახურის დროებით უფროს ხავიერ ვალიესთან კონსულტაციის გავლა გადაწყვიტა, რიკარდ პრუნამ კი საკუტარი მოსაზრება გარე მრჩევლის როლში გამოთქვა. რაც შეეხება ინიესტას, "ბარსას" ლეგენდამ იგივე ტრავმა გასულ სეზონში მიიღო და ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც თამაში უპრობლემოდ გააგრძელა. ანდრესმა რობერტოსაც სწორედ ეს ურჩია. 

"ბარსას" მეოთხე კაიტანს ქირურგიულ ჩარევს ექიმი ლასე ლემპაინენი ფინეთის ქალაქ ტურკუში ჩაუტარდება. ივარაუდება, რომ სერჟი 4 თვეს გამოტოვებს.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 დეკემბერი 2021 09:42
    0
    გაზაფხულისთვის დაბრუნდება, შეიძლება ვაგინებთ, მაგრამ დასჭირდება ჩავის ჯარისკაცები barca-6
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 დეკემბერი 2021 02:05
    0
    მოკლედ, როგორც იტყვიან ეს არც ღვინოა და არც წყალი, სადღაც შუაშია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 დეკემბერი 2021 20:22
    1
    ნუ "ჩაგვიგდო" სეზონი. არა მგონია ამ სეზონში ეს დაბრუნდეს.
    Culé [?]
    #1 1 დეკემბერი 2021 20:07
    2
    წადი ბიძიკო სახლში, წადი..
    მთელი კარიერა ზამენების სკამს ალამაზებდი და კი გეკუთვნის "დამსახურებული შემცვლელის" პენსია!!!