პიკეს ინტერვიუ El Hormiguero-სთან: მესი, ჩავი, რეალი

პიკეს ინტერვიუ El Hormiguero-სთან: მესი, ჩავი, რეალი

"ბარსელონას" ვიცე-კაპიტანმა, ჟერარ პიკემ, El Hormiguero-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

ეს ინტერვიუ რამდენიმე კვირის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა პიკემ მისი გადადება გადაწყვიტა. ესპანური მედიის ცნობით, ინტერვიუს გაუქმების გადაწყვეტილება ჩავიმ მიიღო, თუმცა პიკემ ეს ინფორმაცია უარყო.

მესი

მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. მის საუკეთესოობასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი გაფანტულია.

ჩემთვის, მისი წასვლა ძალიან მძიმე იყო, როგორც პიროვნული, ასევე სპორტული კუთხით. ლეო ჩემთვის ძმასავით არის. მის გარეშე სეზონი არცისე კარგად დავიწყეთ. ახლა იგი პსჟ-შია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ერთად ვიქნებით. ჩვენ ერთად 16-17 წელი გვაქვს გატარებული.

ჩავი

ჩავიმ გარკვეული წესები შემოიღო, ამას ყველა მწვრთნელი აკეთებს. ეს წესები გუნდში წესრიგისა და დისციპლინის დამყარებისთვის აუცილებელია, ასე იქნება კიდეც.

მას ჩვენთვის სერფინგი და ელექტო ველოსიპედების გამოყენება არ აუკრაძალავს.

ჩავი ფეხბურთელისგან უფრო მეტს ითხოვს და მოდუნების საშუალებას არ აძლევს, შენ მისი იმედგაცრუების მორალური უფლება არ გაქვს.

პენალტი ვილიარეალთან

ხელით თამაშის საკითხი ძალიან კომპლექსური და პრობლემატურია. კრიტერიუმები ყოველწლიურად იცვლება. ვფიქრობ, რომ ჩემს შემთხვევაში პენალტი სამართლიანად არ დაინიშნა, რადგან ხელი სხეულთან ახლოს მქონდა და განზრახ არ მითამაშია.

ბარსელონას პრეზიდენტობა

ხანდახან, "ბარსელონას" პრეზიდენტობაზე ვოცნებობ, ხანდახან - არა. ამისთვის, აუცილებელია, რომ ეს კლუბი განსაკუთრებულად გიყვარდეს და მზად იყო, მისთვის, გარკვეული მსხვერპლიც გაიღო.

მადრიდი თუ ბარსელონა

ბარსელონა მიყვარს, მაგრამ მადრიდი შესაშური ქალაქია. ჩემი აზრით, მადრიდში უფრო მეტი შესაძლებლობაა. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ მადრიდში ხალხს უფრო სასიამოვნო ხასიათი აქვს, ვიდრე აქ.

რეალი

"რეალში" არასდროს გადავალ, ეს შეუძლებელია. მირჩევნია, მოვკვდე, ვიდრე "მადრიდისტა" ვიყო.

დიახ, ფლორენტინო პერესის ტელეფონის ნომერი მაქვს. რამდენიმე წლის წინ, მას გარკვეული პირადი საკითხის შესახებ ვესაუბრე.

როგორ შევაფასებ ვინისიუსს? ამ სეზონში 10-დან 9 ქულას დავუწერდი.

მსოფლიო ჩემპიონატი თუ ჩემპიონთა ლიგა

მსოფლიო ჩემპიონატის მოგება საოცარი იყო, ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგის. 2009 წელს, მანჩესტერიდან დაბრუნებიდან პირველივე წელს, "ტრებლი" მოვიგე. მსოფლიო ჩემპიონატის მოგებასა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ერთ დონეზე ვაყენებ.

პსჟ

"პარი სენ-ჟერმენიდან" შემოთავაზება არ მიმიღია.

კარიერის დასრულება

არ მიფიქრია იმაზე, თუ რას გავაკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ. ამას თან გარკვეული ბენეფიტების დაკარგვა ახლავს, მაგალითად, ხალხი უფრო ნაკლებად გცნობს. 

პიკესა და "ბარსელონას" მომდევნო მატჩი სამ დღეში, "ბეტისის" წინააღმდეგ ელით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 დეკემბერი 2021 21:19
    0
    ციტატა: azulgerana
    აღარ უნდა პრეზიდენტობა ამ ჩემისას 😁

    ეტყობა აღარ არის ამის აზრით პრესტიული.
    Culé [?]
    #2 1 დეკემბერი 2021 17:49
    0
    ცანცარა და არასერიოზული barca-6
    Culé [?]
    #1 1 დეკემბერი 2021 15:04
    0
    აღარ უნდა პრეზიდენტობა ამ ჩემისას 😁
    --------------------
    ARTHUGS