ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 1 დეკემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 1 დეკემბერს მოხდა.
თამაშები
1 დეკემბერს "ბარსელონამ" 18 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.
1940 წელი
"ლეს კორტსზე" გამართულ "ელ კლასიკოში" "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" 3-0 გაანადგურა. გოლები ხაიმე სოსპედრამ (2) და ხოსე ვალე მასმა გაიტანეს.
1946 წელი
მადრიდში გამართულ "ელ კლასიკოში" "ბარსელონა" 1-2 დამარცხდა. სტუმართაგან გოლი სეგერმა გაიტანა.
2009 წელი
ლიონელ მესიმ თავისი პირველი "ოქროს ბურთი" მოიგო. მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, ხოლო მესამეზე - ჩავი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]