ბარსელონას შესანიშნავი სტატისტიკა ბეტისთან

ბარსელონას შესანიშნავი სტატისტიკა ბეტისთან

"ბარსელონა" მომდევნო შეხვედრას 4 დეკემბერს, ლა ლიგის მე-16 ტურში, "რეალ ბეტისის" წინააღმდეგ გამართავს.

Sport-ის ინფორმაციით, ამ დრომდე "ბარსამ" და "ბეტისმა" ერთმანეთის წინააღმდეგ 122 მატჩი გამართეს, საიდანაც კატალონიელებმა 74 მოიგეს, 22 ფრედ დაასრულეს და 26 წააგეს. ამ შეხვედრებში "ბლაუგრანამ" მეტოქეს 282 გოლი გაუტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ 134 მიიღო.

"ლურჯ-ბროწეულისფერები" "ბენიტო ვილამარინის" ბინადრებთან ბოლოს 2018/19 წლების სეზონში დამარცხდნენ, როდესაც კიკე სეტიენის შეგირდებმა "კამპ ნოუზე" 4-3 იმარჯვეს.

"ბარსელონასა" და "ბეტისის" დაპირისპირება თბილისის დროით 19:15 საათზე გაიმართება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 30 ნოემბერი 2021 23:09
    0
    რატო ეგრე ადრე
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 ნოემბერი 2021 22:53
    0
    იმედია მოვიგებთ, ყველა სამი ქულა მნიშვნელოვანია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 ნოემბერი 2021 22:11
    1
    უეჭველი მოსაგები თამაშია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 ნოემბერი 2021 17:49
    2
    იმედია მოვიგებთ, სეტიენი აღარ ყავთ და ალბათ დასუსტდნენ.