ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 30 ნოემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 30 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 30 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

30 ნოემბერს "ბარსელონამ" 11 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 6 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1922 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ემილიო ალდეკოა. ის "ბლაუგრანაში" 1950-1954 წლებში თამაშობდა. ალდეკოამ კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ჩემპიონატი და 2 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი) მოიგო.

1928 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი მანუელ ბადენესი. ის "ბლაუგრანაში" 1947-50 წლებში თამაშობდა. ბადენესმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ევა დუარტეს თასი მოიგო.

1958 წელი

"სარაგოსასთან" სტუმრად 1-2 წაგება "ბარსელონასთვის" ლა ლიგაში მე-200 მარცხი იყო.

1960 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ინგლისელი თავდამსხმელი გარი ლინეკერი. 1986-1989 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 138 თამაში ჩაატარა და 52 გოლი გაიტანა. ლინეკერმა კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის თასი და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო.

1980 წელი

"კამპ ნოუზე" გამართულ "ელ კლასიკოში" "ბარსელონამ" 2-1 მოიგო. მასპინძელთაგან გოლები ბერნდ შუსტერმა და კინიმ გაიტანეს. კინისთვის ეს ლა ლიგაში ჩატარებული მე-300 თამაში იყო

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 ნოემბერი 2021 18:31
    0
    1960 წელი
    დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ინგლისელი თავდამსხმელი გარი ლინეკერი. 1986-1989 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 138 თამაში ჩაატარა და 52 გოლი გაიტანა. ლინეკერმა კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის თასი და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო.
    ეს მარადონას ხნის ყოფილა.