ბალდე, უმტიტი და ლუკ დე იონგი - 0 წუთი

ბალდე, უმტიტი და ლუკ დე იონგი - 0 წუთი

"ბარსელონამ" ჩავი ერნანდესის ხელმძღვანელობით უკვე სამი შეხვედრა ჩაატარა.

სამივე შემთხვევაში სხვადასხვა ძირითადი შემადგენლობა ვიხილეთ, რაც, როგორც სპორტული, ასევე არასპორტული გარემოებებით იყო განპირობებული. მიუხედავად ამისა, გუნდში რჩება სამი ფეხბურთელი, რომელსაც ჩავის ხელში სათამაშო დრო, ჯერჯერობით, საერთოდ არ ჰქონია.

ერთერთი მათგანი 17 წლის ალეხანდრო ბალდეა. სხვა ახალგაზრდების მსგავსად, კუმანმა პირველ გუნდში თავის წარმოჩენის საშუალება მასაც მისცა და, ასაკის გათვალისწინებით, ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ზაფხულში, ჟუნიორ ფირპოს წასვლის შემდეგ, პირველ გუნდში ბალდე ალბას მთავარ ალტერნატივად მოიაზრებოდა. იგი "ვილიარეალთან" მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა და "ბარსა B-ს" რიგებში ითამაშა. მომდევნო ორი ფეხბურთელისგან განსხვავებით, სავარაუდოდ, მას შანსი მიეცემა.

სამუელ უმტიტი და ლუკ დე იონგი სათადარიგოთა სკამის უცვლელ წევრებად იქცნენ. "ბარსელონაში" მათი წარსული განსხვავებულია, თუმცა მომავალი მსგავსი აქვთ. ნიდერლანდელის მოსვლა კუმანის გაუგებარი გადაწყვეტილება იყო. ყველასთვის გასაგებია, რომ იგი ჩავის საფეხბურთო ფილოსოფიას ვერცერთ შემთხვევაში მოერგება. უმტიტის შემთხვევაში, კატალონიურ მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ მუხლის ტრავმა უკვე წარსულს ჩაბარდა, სემი იდეალურ ფორმაში იმყოფება და შანსსაც მიიღებდა, თუმცა სიტუაცია უცვლელი რჩება. იგი პირველი გუნდის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მიმდინარე სეზონში მოედანზე ერთი წუთიც კი არ აქვს გატარებული.

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კლუბი დე იონგისა და უმტიტის გაშვებას ეცდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #8 29 ნოემბერი 2021 21:53
    0
    კუმანი არ ათამაშებს .. მაგის ბრალია🤫
    გულშემატკივარი [?]
    #7 29 ნოემბერი 2021 19:33
    1
    უმტიტის მეგონა ჩავის მოსვლის შემდეგ მაინც ეშველებოდა. სადაც გარსიას ათამაშებენ იქ უმტიტის 0 ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს, რას ერჩიან ამ ადამიანს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 29 ნოემბერი 2021 18:47
    0
    ეს უმტიტი მზათ იყო თითქოს, ძირითადში ჩასვა კუმანმა, მაგრამ თამაშის წინ გადათქვა ფეხბურთელმა, მგონი კუჭი აეშალა. triumph
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 29 ნოემბერი 2021 17:07
    1
    ბალდე უნდა ათამაშოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #4 29 ნოემბერი 2021 15:22
    3
    არასწორად ექცევიან უმტიტს დარწმუნებული ვარ ლენგლეს და გარსიას თავისუფლად დააჯენს სკამზე
    გულშემატკივარი [?]
    #3 29 ნოემბერი 2021 14:32
    1
    ბალდე ითამაშებს და ამ ორის რაგითხრათ
    გულშემატკივარი [?]
    #2 29 ნოემბერი 2021 13:21
    5
    დე იონგი არცაა სათამაშო უმტიტი ისეთი მონდომებულია შანსი უნდა მიეცეს თუნდაც 14-ში.
    ფანი [?]
    #1 29 ნოემბერი 2021 13:21
    7
    მშიშარა გარსიას და ხეიბარ ლენგლეს ეხლაც აჯობებს უმტიტი