ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 29 ნოემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 29 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 29 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

29 ნოემბერს "ბარსელონამ" 16 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1899 წელი

ხიმნასიო სოლეში შეკრების დროს დაარსდა საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა".

1959 წელი

ენრიკ გენსანამ "ელ კლასიკოში" აპენდიციტის შეტევით ითამაშა, მაგრამ გუნდს ამან ვერ უშველა და "ბარსელონამ" 0-2 წააგო. თამაშის დასრულებისთანავე გენსანა სასწრაფოდ საოპერაციოდ წაიყვანეს.

2009 წელი

"ბარსელონამ" "ელ კლასიკო" ზლატან იბრაჰიმოვიჩის ერთადერთი გოლით მოიგო.

ეს თამაში პეპ გვარდიოლასთვის ლა ლიგაში მწვრთნელად ჩატარებული 50-ე შეხვედრა გამოდგა.

2010 წელი

"ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" 5-0 გაანადგურა. გოლები ჩავიმ, პედრომ, ვილიამ (2) და ხეფრენმა გაიტანეს.

2020 წელი

ლიონელ მესიმ "ოსასუნასთან" გატანილი გოლი დიეგო მარადონას ხსოვნას მიუძღვნა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 29 ნოემბერი 2021 15:53
    0
    მთავარი დღეა. 😄💙❤️
    Culé [?]
    #1 29 ნოემბერი 2021 12:29
    1
    ბარსას დაბადების დღესთან ერთად კიდე არაერთი დასამახსოვრებელი ფაქტი მოხდა ამ დღეს, თან ყველა ჩვენთვის სასიხარულო. იმედია ამ კიდე ერთი დაემატება✊🙏❤️ vamos leo!!!
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"