ბარსელონას 17 წლის მცველი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს

დიეგო ალმეიდა "ბარსელონას" ერთ-ერთი მომავალია და მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, უკვე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
5 დეკემბერს ეკვადორის ნაკრები ელ სალვადორს ამხანაგურად დაუპირისპირდება. ეკვადორელთა განაცხადი ცნობილია და მასში "ბარსას" 17 წლის ფეხბურთელიც მოხვდა.
ალმეიდა "ლა მასიას" ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ცენტრალურ მცველად ითვლება და როგორც ირკვევა, არცთუ უსაფუძვლოდ - ფეხბურთელს ჯერ "ბარსა ბ-შიც" კი არ უთამაშია და უკვე ეროვნულ გუნდში გამოიძახეს.
დიეგო ალმეიდა კატალონიაშია დაბადებული, მაგრამ მას ეკვადორის მოქალაქეობა აქვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]