ბარსელონა და მანჩესტერ სიტი შეთანხმებასთან ახლოს არიან

ბარსელონა და მანჩესტერ სიტი შეთანხმებასთან ახლოს არიან

"ბარსელონა" "მანჩესტერ სიტისთან" ფერან ტორესის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოსაა. ამ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ჟერარ რომერო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბარსა" "სიტის" დაახლოებით 50 მილიონ ევროს გადაუხდის. "ბლაუგრანა" 21 წლის შემტევის გარიგებაში არცერთ ფეხბურთელს არ ჩართავს.

იგივე წყარო იტყობინება, რომ ფერანმა გვარდიოლას წასვლის შესახებ 17 ნოემბერს აცნობა, რაზეც პეპმა მიუგო: "თუ "ბარსაში" გადასვლა გინდა, სპორტული თვალსაზრისით ამას გაგიიოლებ".

Foot Mercato-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბის მიზანი მომდევნო კვირაში "ქალაქელებთან" შეთანხმების მიღწევაა. "ბარსელონა" დაახლოებით 50 მილიონ ევროს 5 წლის განმავლობაში გადაიხდის.

ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ტორესის ტრანსფერი "ზალცბურგის" შემტევის, ქარიმ ადეიემის "ბლაუგრანაში" გადმოსვლას არ გამორიცხავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 27 ნოემბერი 2021 18:21
    0
    მშვენიერია ზამთარში ასეთი ტრანსფერი დაგვხატავს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 27 ნოემბერი 2021 17:50
    1
    ძაან კარგია, დემბელე-ფატი-ტორესი ამ წელს და მერე ადეიმი დაამატე ამათ და ძალიან მაგარი შეტევა გამოვა, ფატის ფორვარდობა კარგად გამოუვა და ტორესსაც მოკლედ ძაან კარგი ტრანსფერი იქნება
    Culé [?]
    #6 27 ნოემბერი 2021 16:58
    0
    ციტატა: Kaka
    50ლიმონის გადახდა 5წელზე რამაგარი რამეა :დდდდდდდ

    ისედაც ეგრე ხდება ტრანსფერები, აბა ხომ არ გგონიათ რომ 100 მილიონს ეგრევე იხდიან. მაგალითად ტრინკაუს, დე იონგის და ახალი ფეხბურთელების ფასის ნაწილი ჯერ კიდევ გადასახდელი აქვთ.
    Culé [?]
    #5 27 ნოემბერი 2021 16:57
    1
    ბომბარდირების გლადიატორია, ვერავინ აჩერებს ისეთი მაგარია.
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 ნოემბერი 2021 16:50
    1
    ოპაა ეს თუ მოიყვანეს ძაან მაგარი იქნება.ყველგან შეუძლია თამაში მარჯვნივ,მარცხნივ და ცრუ ცხრიანად,ჭკვიანია,კარგი დარტყმა აქვს,გოლის მაგარი ალღო,ტექნიკური მეტი რაღა გვინდა 21 წლისაა.მერე ზაფხულში ადეიემი და თავი ქუდში გვაქვს.ჰოლანდი მაინც ძაან ფანტასტიკად მეჩვენება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #3 27 ნოემბერი 2021 16:41
    0
    ციტატა: nika 54
    დემბელე არ უნდათ სამაგიეროდ? ცხვარი და 20 ლიტრიანი ჩვენი იქნება.

    კაკ ეაზ დემბელეს ნა.უიზე გაშვების წინაპირობას ჩალიჩობენ ახლა
    ფანი [?]
    #2 27 ნოემბერი 2021 16:40
    0
    50ლიმონის გადახდა 5წელზე რამაგარი რამეა :დდდდდდდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 ნოემბერი 2021 16:39
    0
    დემბელე არ უნდათ სამაგიეროდ? ცხვარი და 20 ლიტრიანი ჩვენი იქნება.