პიანიჩი-არტურის გაცვლას იტალიის ფინანსური პოლიცია იძიებს

პიანიჩი-არტურის გაცვლას იტალიის ფინანსური პოლიცია იძიებს

იტალიის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ფინანსურმა პოლიციამ ტურინის "იუვენტუსის" ტრანსფერების დროს განხორციელებული ფინანსური ოპერაციების შესწავლა დაიწყო, რომლებშიც, სავარაუდო კანონდარღვევები იკვეთება. ინფორმაციას Calcio Mercato ავრცელებს. 

საქმეში "ბარსელონაც" ფიგურირებს - იმ 42 ტრანსფერს შორის, რომელთა გამოძიებაც მიმდინარეობს, მირალემ პიანიჩისა და არტურის გაცვლაც მოხვდა, რომელიც 2019/20 წლების სეზონის წინ მოხდა. 

ეს თემა აქტუალური ჟურნალისტ რომენ მოლინას მიერ საფეხბურთო სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე სკანდალური ცნობების გავრცელების შემდეგ გახდა და დიდი ალბათობით, სამართალდამცავების ინტერესიც სწორედ ამან გამოიწვია. 

პიანიჩის ტრანსფერი ბოლო პერიოდში "ბარსასთვის" ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი იყო. ბოსნიელი ნახევარმცველი კატალონიური გუნდის შემადგენლობას ვერ მოერგო და კლუბის იჯარით დატოვება მოუხდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 27 ნოემბერი 2021 21:23
    0
    ციტატა: nika 54
    იმედია არტურს დაგვიბრუნებენ და ბართოს ციხეში გაუშვებენ, ღმერთი ყველაფერს ხედავს.

    ბართო ხომ ციხეშია? თუ გამოუშვეს???
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 ნოემბერი 2021 17:41
    2
    აქ ბარსამანიაზეც კი უამრავი კითხვა გააჩინა მაგ გაცვლამ. ანიელი-ბართოს დუეტს ენძრევა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 ნოემბერი 2021 17:01
    2
    ოპაა აქ იძაბება smile რონალდოც საეჭვოდ დაითრიეს და საეჭვოდაც გაუშვეს laughing
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 ნოემბერი 2021 16:45
    2
    იმედია არტურს დაგვიბრუნებენ და ბართოს ციხეში გაუშვებენ, ღმერთი ყველაფერს ხედავს.
    ფანი [?]
    #2 27 ნოემბერი 2021 15:11
    3
    ვფიქრობდი რო რაღაც რიგზე არიქნებოდა ეს ტრანსფერი რო განხორციელდა სერიოზული მაფიაა ამ საქმეში და მემგონი გაედება ბართუშას დდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 ნოემბერი 2021 14:56
    3
    ერთმანეთისგან იყიდეს, განა ის, რომ გაცვლა დარქმეოდა თანხის დამატებით?!
    ძალიან ცუდი სუნი უდიოდა ამ ტრანსფერს, შეუიარაღებელი თვალითაც რომ კარგად ჩანდა rage