ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 27 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 27 ნოემბერს მოხდა.
თამაშები
27 ნოემბერს "ბარსელონამ" 17 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 12 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
1974 წელი
"ბარსელონას" 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ახალ ჰიმნს "Cant del Barça"-ს ოფიციალური დებიუტი შედგა. "კამპ ნოუზე" გასამართი თამაშის წინ ჰიმნი შეასრულა 3 500 კაციანმა გუნდმა, რომელსაც ორიოლ მორტორელი დირიჟორობდა. ეს ჰიმნი დღემდე "ბარსელონას" ოფიციალური ჰიმნია.
1982 წელი
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ "ელ კლასიკოში" "ბარსელონამ" 2-0 მოიგო. გოლები ესტებან ვიგომ და კინიმ გაიტანეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]