რიკარდ პრუნას დაბრუნება დროის ამბავია

ჩავი ერნანდესმა "ბარსელონადან" პირველი გუნდის ექიმი, ლუის ტილი გაათავისუფლა. "მაესტროს" მის ადგილზე რიკარდ პრუნას დაბრუნება სურს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი ექიმის დაბრუნება რთული იქნებოდა, თუმცა ARA- ჟურნალისტი, ჩავი ერნანდეს ნავარო საპირისპირო ცნობას ავრცელებს.
წყაროს თანახმად, "ბარსელონა" არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბ "შარჯასთან", სადაც ახლა პრუნა მუშაობს, მოლაპარაკებებს აწარმოებს და გამოცდილი მედიკოსის დაბრუნება რამდენიმე დღის საკითხია.
პრუნას "ბლაუგრანაში" მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ჩავის სამწვრთნელო თუ სამედიცინო შტაბში საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირების ყოლა სურს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]