ფერან ტორესმა გვარდიოლას ბარსაში გაშვება თხოვა | MD

ფერან ტორესმა გვარდიოლას ბარსაში გაშვება თხოვა | MD

"მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდა შემტევი, ფერან ტორესი ჩავი ერნანდესის ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა. "მაესტროს" სწორედ მისი პროფილის - სწრაფი და გოლის ალღოს მქონე გარემარბი სჭირდება. როგორც ცნობილია, კატალონიურ გრანდში თამაში თავად ფეხბურთელსაც სურს.

დღეს, ჟერარ რომერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მატეუ ალემანი მანჩესტერში "ქალაქელებს" ესპანელის ტრანსფერზე მოელაპარაკა. Mundo Deportivo-მ კი უფრო მეტი ცნობების გარკვევა მოახერხა. ფერნანდო პოლოს ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელმა პეპ გვარდიოლას კლუბიდან წასვლისა და "ბარსელონაში" გაშვების ნებართვა მოთხოვა, "სიტის" თავკაცისგან კი თანხმობა მიიღო. ესპანელი თანამემამულეს იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ კლუბები ეკონომიკურ საკითხზე შეთანხმებას მიაღწევენ.

წყაროს თანახმად, ტორესმა პეპის მიმართ მადლიერება გამოხატა და განუმარტა, რომ "ბარსელონაში" გადასვლის შანსს ხელიდან ვერ გაუშვებს. ესპანელი სპეციალისტი ფეხბურთელის თხოვნას გაგებით მოეკიდა, ვინაიდან კარგად ესმის, რომ "ბარსას" ან "რეალის" დონის კლუბის ინტერესის შემთხვევაში, გუნდიდან წასვლის მოთხოვნა სრულიად ლოგიკურია.

ტორესი "მანჩესტერ სიტის" 2020 წელს "ვალენსიადან" 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და "ქალაქელების" მაისურით ჩატარებულ 43 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 27 ნოემბერი 2021 17:28
    0
    ციტატა: Albicelecte
    გნიდაა პეპი, იცის, რომ ლაპორტას ფული არა აქვს barca-6

    გავიგე უშვებსო 50-ათ.
    გულშემატკივარი [?]
    #8 27 ნოემბერი 2021 15:17
    2
    თავიდან ვიფიქრე რომ ფერანი რადგვინდათქო და უცებ თავი ისევ ძველ ბარსაში მეგონა სადაც მხოლოდ ტოპ ვარსკვლავებზე მიდიოდა საუბარი და ეხლა როცა წინ მხოლოდ მ**ნერი დეპაის იმედად ვართ ფერანი მაგრად დაგვეხმარებოდა...დეპაიმ მგონი სირბილი არიცის თუ მე მეჩვენება?
    გულშემატკივარი [?]
    #7 27 ნოემბერი 2021 09:17
    0
    სიტის ადგილას ფრენკიში გაცვლას მოვითხოვდი… 100 მილიონიც რომ დააფასონ არ გამიკვირდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 27 ნოემბერი 2021 03:37
    3
    გააჩნია რამდენს მოითხოვენ, თორემ პეპის თანხმობა მარტო რას გვიშველის, როცა ხაზინა გამოშიგნულია.
    Culé [?]
    #5 27 ნოემბერი 2021 00:36
    4
    ციტატა: NEYBarca
    ამას 25-ამდე აქ კონტრაქტი და არანაკლებ 40-ს მოგვიხევს სიტი და თუ მაგდენის ერთი ადგილი აქვთ მაგ ფასში ადიემი იყიდონ, უფრო პერსპექტიულია.

    ადიემი ბარსას ფანია და მაგას ზაფხულში უეჭველო მოიყვანენ.ფერან ტორესი კიდე ძაან მაგარია,გოლის კარგი ალღოც აქვს,ტექნიკურიცაა და ჭკვიანი ზამთარში თუ მოიყვანეს მაგაზე კარგი არაფერი იქნება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #4 26 ნოემბერი 2021 23:26
    4
    🚨 ბარსელონას ინტერესი ფერან ტორესის მიმართ დადასტურდა - ფეხბურთელი თანახმაა ესპანეთში დაბრუნდეს 👀🔙🇪🇸

    ✅ გუნდები მოლაპარაკებებს მალე დაიწყებენ 🔜

    #POSTVტრანსფერები
    აუუ ნეტა მართლა დაითრიონ ძაან კლასნია თან შესრულებაქქ ძაან მაგარი ფორვარდზეც შეუძლიაყომარი და ორივე ფლაგნზეც ❤❤💫💫
    Culé [?]
    #3 26 ნოემბერი 2021 23:24
    2
    ამას 25-ამდე აქ კონტრაქტი და არანაკლებ 40-ს მოგვიხევს სიტი და თუ მაგდენის ერთი ადგილი აქვთ მაგ ფასში ადიემი იყიდონ, უფრო პერსპექტიულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 ნოემბერი 2021 23:14
    6
    ვაა ფერანი გაასწორებდა ბარსაში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 ნოემბერი 2021 23:03
    8
    გნიდაა პეპი, იცის, რომ ლაპორტას ფული არა აქვს barca-6