ოფიციალურად: Espai Barca-ს პროექტის დაფინანსების გეგმას 19 დეკემბერს ელექტრონულ რეფერენდუმზე უყრიან კენჭს

ოფიციალურად: Espai Barca-ს პროექტის დაფინანსების გეგმას 19 დეკემბერს ელექტრონულ რეფერენდუმზე უყრიან კენჭს

"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, Espai Barca-ს დაფინანსების გეგმა 19 დეკემბერს, რეფერენდუმზე გადაწყდება, რომელიც ელექტრონულად გაიმართება. 

რეფერენდუმის დანიშვნა კლუბის წესდების მე-13 მუხლისა და 23 ოქტომბერს, დელეგატი წევრების მიერ პროექტის დაფინანსების გეგმის დამტკიცების საფუძველზე გადაწყდა. "ბარსას" დირექტორთა საბჭომ რეფერენდუმის ელექტრონულ ფორმატში ჩატარება წევრთა ჩართულობის მაქსიმალური გაზრდის მიზნით გადაწყვიტა, ვინაიდან თითოეულ მათგანს საკუთარი აზრის დაფიქსირება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეეძლება. 

რეფერენდუმი 19 დეკემბერს, კვირა დღეს, თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება და 23:00 საათზე დამთავრდება. წევრებს ხმის მიცემა "ბარსელონას" ოფიციალური საიტის (fcbarcelona.com) მეშვეობით ნებისმიერი ტიპის მოწყობილობიდან (მობილური ტელეფონი, ტაბლეტი, კომპიუტერი) შეეძლებათ.

მათთვის, ვისაც ხმის ელექტრონულად მიცემის საშუალება არ ექნება, აუდიტორია 1899-ში სპეციალური ზონა იქნება გამოყოფილი და ისინი ციფრული მოწყობილობებით საკუთარ არჩევანს ადგილზე დააფიქსირებენ. ამასთან, შეიქმნება სპეციალური საინფორმაციო პუნქტები, რომლებიც წევრებს ნებისმიერი საკითხის გარკვევაში დაეხმარება.

რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად, თითოეული წევრი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს: იყოს სრულწლოვანი და არ იყოს ქმედუუნარო; იყოს წევრი მინიმუმ 1 წლის განმავლობაში; არ იყოს წევრის სტატუს შეჩერებული და მოხვედრილ იყოს 47 მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო აღწერაში. ამჟამად არსებული 142 038 წევრიდან აღნიშნულ მოთხოვნებს 110 159 აკმაყოფილებს.

წევრებს საარჩევნო აღწერაში რეგისტრაცია 3-დეკემბრიდან 7 დეკემბრამდე "ბარსელონას" ოფიციალური საიტსა და კლუბის ოფისში შეეძლებათ. 

კენჭისყრაზე შემდეგი კითხვა იქნება დასმული, რომელზე პასუხიც უნდა იყოს დადებითი, უარყოფითი ან ნეიტრალური (უარი ხმის მიცემაზე):

ამტკიცებთ თუ არა დელეგატ წევრთა ასამბლეის გადაწყვეტილებას, დირექტორთა საბჭოს მიეცეს უფლება, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები Espai Barca-ს პროექტისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად არაუმეტეს 1.5 მილიარდი ევროს ოდენობით? 

27 ნოემბრიდან რეფერენდუმის დღემდე ჩატარდება საინფორმაციო კამპანია, რომელიც წევრებისთვის ნებისმიერ დეტალთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს.

კლუბი რეფერენდუმში მონაწილეობის წასახალისებლად წამოიწყებს კამპანიას ლოზუნგით: "თუ ყველანი მივცემთ ხმას, გავიმარჯვებთ"

კამპანიაში ხაზგასმული იქნება რეფერენდუმის უნიკალური ბუნება, რომ ის 100%-ით ელექტრონულია, რაც აძლიერებს "ბარსას" დემოკრატიულ ბუნებას, რომლის მიხედვითაც ყველა წევრს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში, როგორიცაა Espai Barca.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 27 ნოემბერი 2021 17:31
    0
    კარგია რო გადახურვას უპირებენ, წვიმაში ბენფიკასთან ხალხი ძალიან ცოტა მოვიდა.
    Culé [?]
    #5 27 ნოემბერი 2021 10:28
    0
    ერთერთი საუკეთესო სტადიონი ექნება ბარსას მსოფლიო მასშტაბით და რაც მალე დაიწყება მით უკეთესი. რაც მთავარია ჩვენც გვექნება შესაძლებლობა ჩვენი არჩევანი დავაფიქსიროთ ელექტრონული სისტემით..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 ნოემბერი 2021 03:33
    0
    გვერდიდან არ მომწონს.
    ---- ----
    11 საათზე დაიწყება და 23 საათზეც დაიწყება?!
    Culé [?]
    #3 27 ნოემბერი 2021 00:49
    0
    2021 უნდა მორჩენილიყო და ჯერ არც დაუწყიათ ამ უვარგისებს.
    Culé [?]
    #2 26 ნოემბერი 2021 23:04
    0
    110 000 იქნება არა გაზრდილი კამპ ნოუ?
    გულშემატკივარი [?]
    #1 26 ნოემბერი 2021 22:32
    3
    ესიქით იყოს და ფერან ტორესს უნდა ბარსაში თამაში და პეპს თხოვა გაშვებაო, ძალიან გამიხარდა დიდი პრობლემა მოგვარდება ეგეთი ფორვარდით მოძრავი სწრაფი მოკლედ იდეალური ბიჭია