მანჩესტერ სიტი სტერლინგის სანაცვლოდ 80 მილიონს ითხოვს

"ბარსელონას" სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი, "მანჩესტერ სიტისთან" რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერის თაობაზე მოსალაპარაკებლად დღეს ინგლისს ეწვია.
Marca-ს ჟურნალისტის, ლუის როხოს ინფორმაციით, "სიტი" 26 წლის ვინგერის იანვარში იჯარით გაშვებას არ განიხილავს. მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელებს მხოლოდ სრული ტრანსფერი სურთ, რომელიც "ბარსას" 80 მილიონი ევრო დაუჯდება. რასაკვირველია, ამ თანხის გადახდა ახლანდელი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით თითქმის წარმოუდგენელია.
შეტევის ფლანგი ის ერთადერთი პოზიციაა, რომლის გაძლიერებასაც ჩავი ერნანდესი აუცილებლად მიიჩნევს. სტერლინგის გარდა "ბარსელონას" რადარზე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელია, მათ შორის დანი ოლმო, ქარიმ ადეიემი და ჰაკიმ ზიეში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]