რიკარდ პრუნას ბარსელონაში დაბრუნება რთული იქნება

რიკარდ პრუნას ბარსელონაში დაბრუნება რთული იქნება

ექიმ რიკარდ პრუნას "ბარსელონაში" დაბრუნება სირთულეებთან იქნება დაკავშირებული - ინფორმაციას ჟურნალისტი ჟერარ რომერო ავრცელებს. 

პრუნას დაბრუნება, რომელიც კატალონიური კლუბის სამედიცინო შტაბს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ჩავი ერნანდესმა მოითხოვა. "ბარსას" ახალი მთავარი მწვრთნელი მას უმაღლესი დონის სპეციალისტად მიიჩნევს და თვლის, რომ ფეხბურთელების მკურნალობასთან დაკავშირებით არსებული აშკარა პრობლემების მოგვარება მას მოქმედ შტაბზე ბევრად უკეთესად შეეძლება. 

რიკარდ პრუნა ამჟამად არაბთა გაერთიანებული საემიროების კლუბ "შარჯაში" მუშაობს, რომელიც მასთან კონტრაქტს მომენტალურად არ გაწყვეტს. რომეროს ცნობით, "შარჯას" ხელმძღვანელებს არ სურთ, რომ პრუნამ კლუბი ზაფხულამდე დატოვოს. 

ტრავმების სიხშირე, გართულებების შემთხვევები და მკურნალობის არაეფექტურობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც "ბარსელონას" ბოლო პერიოდში აქვს. არც ისე დიდი ხნის წინ, ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ ტრავმირებულ მოთამაშეთაგან შემდგარი გუნდი არათუ თერთმეტეულის პოზიციურად დაკომპლექტებას ახერხებდა, არამედ რეალურ შემადგენლობას სიძლიერით საერთოდ არ ჩამოუვარდებოდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 26 ნოემბერი 2021 21:19
    0
    საქართველოს ექიმები წაიყვანეთ თქვემალებო
    --------------------
    ARTHUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 ნოემბერი 2021 20:11
    2
    არც ისე დიდი ხნის წინ, ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ ტრავმირებულ მოთამაშეთაგან შემდგარი გუნდი არათუ თერთმეტეულის პოზიციურად დაკომპლექტებას ახერხებდა, არამედ რეალურ შემადგენლობას სიძლიერით საერთოდ არ ჩამოუვარდებოდა.
    ჟურნალისტები რათ მინდა ათასჯერ მითქვამს ერთი სრული გუნდი ლაზარეთში გვიწევსთქო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 ნოემბერი 2021 19:49
    0
    სეზონის ბოლოს დაბრუნდება, ეს სეზონი მაინც ჩავარდნილია
    Culé [?]
    #2 26 ნოემბერი 2021 19:09
    0
    ამ არაბებმა რა გაახურეს საქმე, ექიმი ძაან სჭირდება გუნდს
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.
    Culé [?]
    #1 26 ნოემბერი 2021 18:36
    5
    აუ აუ კარგით რაა კარგით რაა ! ეს კაცი გვჭირდება ჰაერი და წყალივით დღეს ! რამენაირად უნდა მოახერხონ ამის დაბრუნება აუცილებლად ექიმების პრობლემა ძალიან სერიოზული პრობლემაა გუნდში