ბარსელონა რივერ პლეიტის ტალანტის გადაბირებაზე ფიქრობს

ბარსელონა რივერ პლეიტის ტალანტის გადაბირებაზე ფიქრობს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "რივერ პლეიტის" 21 წლის არგენტინელი ტალანტი, ხულიან ალვარესი "ბარსელონას" რადარზე გამოჩნდა.

წყაროს ცნობით, თუ "ბარსა" რაჰიმ სტერლინგის ან ტიმო ვერნერის გაფორმებას ვერ მოახერხებს, კატალონიელები სწორედ ალვარესზე ან არტურ კაბრალზე გადაერთვებიან.

"ბლაუგრანას" შემტევის დამატება იანვარში სურს. ზემოაღნიშნული გამოცემის მტკიცებით, ჩავი უპირატესობას გარემარბის მოყვანას ანიჭებს, თუმცა, ხელმძღვანელობა 9-იანის შეძენას გეგმავს. ხსენებული მოთამაშეების გარდა, "ბარსელონას" ჯესი ლინგარდსა და ედინსონ კავანისაც უკავშირებენ.

რაც შეეხებათ ქარიმ ადეიემისა და დანი ოლმოს - კატალონიელები მათ მიმართ ინტერესს გამოხატავენ, თუმცა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ამ ფეხბურთელების ყიდვა თითქმის შეუძლებელია. კლუბი მათ ზაფხულში მიუბრუნდება.

საბოლოო ჯამში რჩება 2 რეალური ვარიანტი - ხულიან ალვარესი და არტურ კაბრალი. არგენტინელს ის უპირატესობა აქვს, რომ მას თამაში როგორც ცენტრალურ თავდამსხმელად, ასევე გარემარბად შეუძლია, რაც როგორც კლუბის მესვეურებს, ისე ჩავის დააკმაყოფილებს. ის "ელ მონუმენტალის" ბინადართა რიგებში 2018 წლიდან ასპარეზობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 27 ნოემბერი 2021 03:19
    1
    არ მჯერა ამ უნივერსალების. იქაც შეუძლიათ აქაც და ბოლო ბოლო ვერსად ვერ თამაშობენ ნორმალურად.
    Culé [?]
    #8 26 ნოემბერი 2021 23:12
    1
    ციტატა: ♠️spookify♠️
    ციტატა: Bakero
    აი ეგ არ მესმის რა ! (ცენტრადაც შეუძლია თამაში და გარემარბადაც) იფ სათქმელად მაგარია ! მანამდე დეპაიზე ამბობდნენ ცენტრადაც შეუძლია და გარემარბადაცო და რეალურად რაც შეგვრჩა კი ვხედავთ ერთი საშუალო დონის გუნდის საშუალო კლასის ფორვარდია რომელმაც გუნდის ყველა მნიშვნელოვან თამაშში ვერაფერი გააკეთა როგორც შემტევმა

    Depay mshvenieri fexburtelia ogond skamidan dd ai kai forwardebi ro gvyavdes da depay skamze ukve temaa...ise maximum sevillas donis forvardia,sheidzleba arc ki...

    კი გეთანხმები სკამისთვის მართლა კარგი იქნებოდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 26 ნოემბერი 2021 21:23
    0
    სავარაუდოდ არტურ კაბრალოს დაითრევენ bowtie
    --------------------
    THUGS
    წევრი [?]
    #6 26 ნოემბერი 2021 20:53
    0
    აქამდე ეძინათ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 26 ნოემბერი 2021 20:19
    1
    ხულიან ალვარესი "ბარსელონას" რადარზე გამოჩნდა...
    მაგარი რადარი გვაქვს, არავის რადარზე არ გამოჩენილა ჩვენ კი აღმოვაჩინეთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 ნოემბერი 2021 19:50
    1
    ნახ-ნახევარი ვინგერი და ცენტრფორვარდი ვხედავთ, რიომ არ ამართლებს... დეპაის მაგალითით თუნდაც rage
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 ნოემბერი 2021 19:07
    0
    NEYBarca,
    არც აგუერო არაა მაღალი მაგრამ დაუდგეს რომელიმე ფორვარდი როცა ფორმაში იყო
    Culé [?]
    #2 26 ნოემბერი 2021 18:30
    0
    აი ეგ არ მესმის რა ! (ცენტრადაც შეუძლია თამაში და გარემარბადაც) იფ სათქმელად მაგარია ! მანამდე დეპაიზე ამბობდნენ ცენტრადაც შეუძლია და გარემარბადაცო და რეალურად რაც შეგვრჩა კი ვხედავთ ერთი საშუალო დონის გუნდის საშუალო კლასის ფორვარდია რომელმაც გუნდის ყველა მნიშვნელოვან თამაშში ვერაფერი გააკეთა როგორც შემტევმა
    Culé [?]
    #1 26 ნოემბერი 2021 18:05
    1
    იმ ბრაზილიელს ვერ აჯობებს ვითომ ? მარა ფორვარდის კვალობაზე ეს დაბალია 1.70-ია ..