ფილიპე კოუტინიომ ფსიქოლოგი დაიქირავა

Diario AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფილიპე კოუტინიომ პირადი ფსიქოლოგი აიყვანა, რომელიც მას "ბარსელონაში" წარმატების მიღწევაში უნდა დაეხმაროს.
როგორც ჩანს, ბრაზილიელი შემტევი თვლის, რომ კატალონიურ გუნდში მისი არასახარბიელო შედეგები არა მხოლოდ ფიზიკურ მომზადებასთან, არამედ წნეხთან და იმ კრიტიკასთანაა დაკავშირებული, რომელთან გამკლავებაც მას მუდმივად უწევს.
"ბარსას" ახალი მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი, კოუტინიოს ძალიან ნიჭიერ და დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელად მოიაზრებს და აღნიშნავს, რომ მას საკუთარი თავის რწმენის დაბრუნება სჭირდება, რისთვისაც ბევრი მუშაობა იქნება საჭირო.
მიმდინარე სეზონში ფილიპემ "ბლაუგრანას" მაისურით 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე ჯერ მხოლოდ ერთი გოლია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]