უნაი ემერი ბარსელონას წინააღმდეგ - 2 მოგება და 19 წაგება

უნაი ემერი ბარსელონას წინააღმდეგ - 2 მოგება და 19 წაგება

ხვალ, ლა ლიგის მე-15 ტურში, "ბარსელონა" "ვილიარეალს" შეხვდება.

უნაი ემერი მისთვის ყველაზე არასასურველ მეტოქეს უპირისპირდება. 50 წლის სპეციალისტს, "ბარსელონას" წინააღმდეგ, 6 სხვადასხვა გუნდთან ერთად ("ალმერია", "ვალენსია", მოსკოვის "სპარტაკი", "სევილია", "პარი სენ-ჟერმენი", "ვილიარეალი"), 27 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც მხოლოდ 2 მოიგო, 19 დათმო, 6 კი ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება 31-70

პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად, ემერის 20 მატჩი დასჭირდა, როდესაც 2015 წლის 3 ოქტომბერს "სევილიამ" შინ, "ბარსა" 2-1 დაამარცხა. მეორე გამარჯვება კი მას არცისე კარგად ახსოვს. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში, "პარკ დე პრენსზე" პსჟ-მა "ბარსელონა" 4-0 გაანადგურა, თუმცა შემდეგ მოხდა ის, რაც "ბარსელონას" გულშემატკივართა მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება.

გასულ სეზონში, ემერიმ კუმანის "ბარსასთან" ორივე მატჩი დათმო. ნიდერლანდელმა "ბარსას" მთავარი მწვრთნელი რანგში, სადებიუტო თამაში "ვილიარეალთან" ჩაატარა და ფატის (2), მესისა და ტორესის ავტოგოლის წყალობით, 4-0 მოიგო.

"სერამიკაზე" გასამართი დაპირისპირება, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 27 ნოემბერი 2021 07:49
    0
    იმედია, წაგებებს დაამრგვალებს "ვილიარეალი" და 20 გახდება :დ
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 27 ნოემბერი 2021 02:42
    0
    მეექვსე გოლზე ამის ხორთუმივით ჩამოვარდნილი ცხვირი კარგად მახსოვს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 26 ნოემბერი 2021 20:43
    0
    სამაგიეროდ უეფა ლიგაზე ამყარებს რეკორდებს.
    ფანი [?]
    #5 26 ნოემბერი 2021 14:34
    1
    NEYBarca,
    ნეტა ეგ მოხდეს....
    Culé [?]
    #4 26 ნოემბერი 2021 13:57
    2
    NEYBarca,
    ვაახ იმედია მართალია
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.
    Culé [?]
    #3 26 ნოემბერი 2021 13:14
    5
    იუვე 60 მილიონს იხდისო დეპაიშიო დაიწერა და ტუზი დაგვეცა ვითამ ? smile
    ფანი [?]
    #2 26 ნოემბერი 2021 13:10
    2
    ამას კუმანიც კი უშანსოდ უგებდა
    ფანი [?]
    #1 26 ნოემბერი 2021 12:51
    1
    უნაი ემერის ტირილის გარდა მართლაც არაფერიაქვს დარჩენილი