MD: დემბელეს ბარსელონას შეთავაზება არ მოსწონს

24 წლის ფრანგი გარემარბის, უსმან დემბელეს, "ბარსელონაში" დარჩენის შანსები დღითიდღე მცირდება, წერს Mundo Deportivo.
კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელი, რომელიც მომდევნო ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, კლუბის მიერ შეთავაზებულ პირობებს არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს.
ამავდროულად, დემბელეს აგენტი, მუსა სისოკო, "ნიუკასლთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. საუდის არაბეთის პრინცის მიერ შეძენილი კლუბი მზადაა, დემბელეს წელიწადში 15 მილიონი ევრო გადაუხადოს, რასაც 15-მილიონიანი სატრანსფერო ბონუსიც ემატება. "ბარსელონასთვის" ასეთი შეთავაზების გაკეთება შეუძლებელია. ასევე, დემბელეს მიმართ, ინტერესს ინარჩუნებს "მანჩესტერ იუნაიტედი".
უსმანი "ბლაუგრანას" 2017 წელს, "დორტმუნდიდან" შეუერთდა. კლუბს მისი შეძენა 135 მილიონი ევრო დაუჯდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]