ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 26 ნოემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 26 ნოემბერი

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 26 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

26 ნოემბერს "ბარსელონამ" 19 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 8 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1933 წელი

"ბარსელონამ" ზედიზედ მე-5 მოუგებელი "ელ კლასიკო" ჩაატარა. "ლეს კორტსზე" გამართულ შეხვედრაში მასპინძლები ანგარიშით 1-2 დამარცხდნენ.

1961 წელი

ლა ლიგაში "ელჩესთან" 3-2 მოგებულ შეხვედრაში "ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლადისლაო კუბალას დებიუტი შედგა.

1972 წელი

ხიხონის "სპორტინგთან" ნათამაშები 1-1 "ბარსელონასთვის" ლა ლიგაში მე-200 ფრე გამოდგა.

1989 წელი

ხიხონის "სპორტინგთან" 2-0 მოგებული შეხვედრა ანდონი სუბისარეტასთვის ლა ლიგაში მე-300 თამაში გამოდგა.

2013 წელი

"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე 250-ე თამაში ჩაატარა, რომელიც "აიაქსთან" ამსტერდამში 1-2 წააგო. სტუმართაგან გოლი ჩავიმ გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 ნოემბერი 2021 20:59
    0
    26 ნოემბერს "ბარსელონამ" 19 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 8 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
    დამარჩენ 7-ში რა ქნეს?
    ფანი [?]
    #1 26 ნოემბერი 2021 10:52
    3
    19 ოფიციალურ თამაში 8 მოგება 2 ფრე და 2 წაგებაო და 7 მოტეხეეთ:დ:დ ხშირად ცდებით ავტორებო ამ რუბრიკაში