დანი ალვესის 90-წამიანი გამოწვევა

დანი ალვესის 90-წამიანი გამოწვევა

"ბარსელონას" ახალწვეული, დანი ალვესი კატალონიური გუნდის Youtube არხის ერთ-ერთ რუბრიკაში, "90-წამიან გამოწვევაში" საინტერესო კითხვებს პასუხობს:

- ჩავის გარდა, რომელია ფავორიტი მწვრთნელი, რომელთანაც გიმუშავია?

- გვარდიოლა.

- ჩემპიონთა ლიგის რომელი ტიტულით ისიამოვნეთ ყველაზე მეტად?

- პირველით.

- "ბარსას" რომელი მოთამაშეა ყველაზე მოდური?

- მე.

- რომელია შენი ფავორიტი კატალონიური სიტყვა?

- T'EESTIMO MOLT (მიყვარხარ)... მთლიანი წინადადება (იცინის).

- ყველაზე ძლიერი თავდამსხმელი, რომლის წინააღმდეგაც გითამაშია?

- კრიშტიანუ რონალდუ.

- ლურჯი თუ წითელი?

- წითელი.

- პირველი ადამიანი, რომელსაც დღეს მისწერე?

- ჩემი ცოლი.

- შენი ფავორიტი ესპანური კერძი?

- პანტუმაკა.

- ვის აქვს საუკეთესო ვარცხნილობა გუნდში?

- მე.

- რამე რუსული სიტყვა ხომ არ იცი?

- Давай.

- ფავორიტი ფერი?

- წითელი.

- "ბარსელონაში" რომელიმე ლეგენდის დაბრუნება რომ შეგეძლოს, ვინ იქნებოდა ის?

- მე.

- მემფის დეპაისთან ერთად კლიპს ჩაწერდი?

- ყველასთან.

- სიმღერა, რომელიც ყოველთვის ცეკვას განდომებს?

- "რეგაეტონი".

- მოდის გემოვნებას დაკარგავდი თუ მუსიკის?

- მოდის.

- შენი ფავორიტი სერიალი?

- "ქაღალდის სახლი".

- სად იყავი, როდესაც ჩავის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის ამბავი გაიგე?

- სახლში.

- რომელია შენი ფავორიტი ტაქტიკა?

- 4-3-3.

- ვაშლი თუ კივი?

- ვაშლი.

- მატეს სვამ?

- კი.

- შენი ფავორიტი ტატუ?

- ტატუ, რომელიც დედაჩემს ეხება.

- შენი ფავორიტი ადგილი ბარსელონაში?

- ჩემი სახლი.

- ვარჯიში, რომლითაც ყველაზე მეტად სიამოვნებ?

- ბურთის დევნა.

- მსოფლიო ჩემპიონატის რომელი სიმღერა მოგწონს ყველაზე მეტად?

- Waka Waka.

- შენი ფავორიტი ბრაზილიელი ფეხბურთელი?

- რონალდო.

- შენი ფავორიტი მომენტი "ბარსელონაში"?

- გოლი "რეალის" კარში.

- ინდონეზიური კერძ ოდესმე გაგისინჯავს?

- კი.

- ცხელი თუ ცივი?

- ცივი.

- შენი ფავორიტი მსახიობი?

- უილ სმიტი.

- ფავორიტი მსახიობი?

- ალეხანდრო სანსი (დანის დრო ამოეწურა, რის გამოც ეს პასუხი არ ჩაეთვალა).

საბოლოო ჯამში, ბრაზილიელმა 29 კითხვას უპასუხა, შემდეგ კი არ მოეწონა, რომ მას სიაში რამდენიმე მოთამაშე უსწრებდა, ამიტომ, იხუმრა და ჯორჯინა ლეგერს შესთავაზა, რომ შედეგის გასაუმჯობესებლად, ამ რუბრიკაში მეორედ მონაწილეობაც ეკუთვნის, რადგან ის "ბარსაში" მეორედ გადმოვიდა. საბოლოოდ, ისინი შეთანხმდნენ, რომ თუ ვიდეო 100 000 მოწონებაზე ავა, "90-წამიან გამოწვევას" მეორედ ჩაატარებენ.

ამ თამაშში საუკეთესო შედეგი ოსკარ მინგესას აქვს - მის ანგარიშზე 34 პასუხია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 ნოემბერი 2021 21:21
    0
    კლოუნია! კარგი გაგებით.