დენის ზაქარიამ, შესაძლოა, გუნდი ზამთარში დატოვოს

დენის ზაქარიამ, შესაძლოა, გუნდი ზამთარში დატოვოს

რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, "ბარსელონა" მომავალ თავისუფალ აგენტებს აქტიურად აკვირდება. ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ნახევარმცველი, დენის ზაქარიაა, რომელსაც კონტრაქტი 2022 წლის ივნისში უმთავრდება. "ბარსა" მისთვის ბრძოლას სწორედ ზაფხულში აპირებს.

Diario AS-ის ინფორმაციით, შესაძლოა, 25 წლის ფეხბურთელმა კლუბი ზამთარშივე შეიცვალოს, რაც "ბარსას" მისი შეძენის შანსებს გაუქრობს. "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა SportBild-თან საუბრისას ზაქარიას შესაძლო წასვლაზე გააკეთა კომენტარი:

თუ ის [ზაქარია] ან სხვა ფეხბურთელი გვეტყვის, რომ წასვლა სურს, ჩვენ მას გავუშვებთ.

ზამთარში გაშვების შემთხვევაში, გერმანული კლუბი ზაქარიას ტრანსფერიდან ფინანსურ სარგებელს მიიღებს. ეს სცენარი კი "ბარსასთვის" არახელსაყრეალია - კატალონიელებს იანვარში ტრანსფერებისთვის თანხა არ ექნებათ და შვეიცარიელის ღირებულების გადახდას ვერ შეძლებენ.

ზაქარიას "ბორუსიასთან" კონტრაქტის ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება. 1-ლი იანვრიდან მას მოლაპარაკებების გამართვა ნებისმიერ კლუბთან შეეძლება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 26 ნოემბერი 2021 21:43
    0
    და რა ჯდება ეს ტიპი, როგორც მახსოვს ბარსას "ტრანსფერებზე" მთელი 10 მილიონი აქვს გადადებული.
    Culé [?]
    #8 26 ნოემბერი 2021 02:00
    0
    ყველაზე მეტად პრობლემური ზონაა დაცვის ცენტრი, პიკე-ლენგლეს და ბავშვების გადამკიდე
    მერე შეტევა, დეპაის იმედად rage
    ფანი [?]
    #7 25 ნოემბერი 2021 20:36
    2
    გატენილია ნახევარდაცვა ისედაც, თუ იკაცა ჩავიმ ძაან ძლიერი ნახევარდაცვა შეიძლება დააყენოს თავის ზამენიანად. აშკარად თავდასხმაში გვიჭირს ახლა. მხოლოდ ფაფხურა დეპაის იმედზე როგორ უნდა იყო
    --------------------
    #infinit8iniesta
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 25 ნოემბერი 2021 19:43
    3
    არ გვჭირდება ნახევარმცველი თავდამსხმელი გვინდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #5 25 ნოემბერი 2021 19:42
    3
    ზაქარია კი არა , თავდამსხმელზე იჩალიჩეთ , ტრამვირებული ბრაითვეიტის იმედზე როა დარჩენილი გუნდი , ბოლო ორივე თამაშში გამოჩნდა რომ მომენტების შექმნა კი არა რელიზაციაა პრობლემა , არ არის ეს დეპაი ცხრიანი და შე**ი თუ გინდა
    Culé [?]
    #4 25 ნოემბერი 2021 19:28
    1
    გასაგებია მაგრამ ეს რად გვინდა არ მესმის ფორვარდი და მცველია მოსაყვანი ერთი გარემარბი სხვა ამ გუნდს არავინ ჭირდება
    ფანი [?]
    #3 25 ნოემბერი 2021 19:10
    0
    ხელფასი ბევრი არ მოითხოვოს და სკამისთვის არაა ცუდი
    --------------------
    CULE FOREVER
    გულშემატკივარი [?]
    #2 25 ნოემბერი 2021 19:09
    0
    ზაქარია არაა ცუდი ვარიანტი. ფიზიკურად ძლიერია და ეგეთი ტიპის ფეხბურთელები არ გვყავს. სპორტინგში რომ გონჩალვესია რეებს სჩადის მოედანზე? და ესენი ვიღაც უაზრობებს დასდევენ :(
    წევრი [?]
    #1 25 ნოემბერი 2021 18:55
    0
    მიაწექით თავისუფალ აგენტებს