არაუხოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება მარტივი არ იქნება | ESPN

არაუხოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება მარტივი არ იქნება | ESPN

"ბარსელონა" რონალდ არაუხოსთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს და ივარაუდება, რომ ეს პროცესი მარტივი არ იქნება.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ურუგვაელის აგენტი კატალონიაში უახლოეს მომავალში ჩავა და მხარეები მოლაპარაკებებს დაიწყებენ. Sport-ის ცნობით შეთანხმების მიღწევა მარტივი იქნება, მაგრამ ამ აზრს არ იზიარებს ESPN.

წყაროს ცნობით არაუხო "ბარსელონაში" ბედნიერია და მას კატალონიურ კლუბში დარჩენა სურს, თუმცა მოლაპარაკებები ისეთი უმტკივნეულო ვერ იქნება, როგორც ეს ანსუ ფატისა და პედრის შემთხვევაში მოხდა. ამის მიზეზი ისაა, რომ სამხრეთ ამერიკელის დამატებით ინგლისური გუნდები, "ჩელსი" და "ლივერპული" არიან დაინტერესებულნი და ისინი არაუხოს გარემოცვას უკვე დაუკავშირდნენ. პრობლემას ის ქმნის, რომ ფინანსური პირობების ნაწილში "ბარსას" ინგლისური გუნდებისთვის კონკურენციის გაწევა არ შეუძლია.

რონალდ არაუხოს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და იმისათვის, რომ "ბარსას" უსმან დემბელეს სიტუაცია არ გაუმეორდეს, ურუგვაელთან ხელშეკრულება მალე უნდა გაახანგრძლივოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #11 25 ნოემბერი 2021 22:01
    5
    ციტატა: Futbol Club Barcelona
    არ გამიკვირდება წავიდეს, რადან ფინანსურის გარდა ძირითადი შემადგენლობის მესამე არჩევანია, მაშინ როცა დანარჩენ მცველებს ერთად აღებულს ჯობს მარტო.

    მესამე არჩევანი არა ის, ტიპი გადაბმით იტრავმება და უფრთხილდებიან თორე ყველა კარგად ხედავს რა ცხოველიცაა
    ფანი [?]
    #10 25 ნოემბერი 2021 20:50
    1
    არ გამიკვირდება წავიდეს, რადან ფინანსურის გარდა ძირითადი შემადგენლობის მესამე არჩევანია, მაშინ როცა დანარჩენ მცველებს ერთად აღებულს ჯობს მარტო.
    --------------------
    Დემბელე მოკვდი
    წევრი [?]
    #9 25 ნოემბერი 2021 20:11
    4
    იმედია არ გაყიდიან არაუხოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 25 ნოემბერი 2021 19:42
    3
    ნეტა არ ბოდიალობდეს ეს იესპიენი ბარსაში თუ უნდა დარჩენა სულ რო მილიარდები დაულაგონ სხვა კლუბებმა არ წავა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #7 25 ნოემბერი 2021 19:12
    2
    ჟილკით და სქილებით პუიოლს ჰგავს მაგრამ ისეთი პიროვნება ფეხბურთში მე არ მახსოვს როგორიც პუი იყო
    --------------------
    CULE FOREVER
    წევრი [?]
    #6 25 ნოემბერი 2021 18:57
    2
    ხელი არ ახლოთ არაუხოს
    გულშემატკივარი [?]
    #5 25 ნოემბერი 2021 18:49
    2
    არ უნდა დაკარგონ არაუხო.
    --------------------
    ბარსა კი არა ჩასვრაა უკვე ეს ყველაფერი.
    Culé [?]
    #4 25 ნოემბერი 2021 18:33
    6
    კაი ეხლა არაუხო ადგება და ფულზე გაიყიდება?ზღაპარია. ტიპი კულეა აქ დაამთავრებს პუილოვით.უმტკივნეულო იქნება ზუსტადაც ეგრევე მოაწერს ხელს,არც დაფიქრდება.მონსტრია,ცხოველი,ტანკი,მთავარია ტრამვებმა აღარ შეაწუხოს და კედელი იქნება.ასეთი ფეხბურთელი,რომელიც შუაზე იხევა ბევრი არ გვყავს.პუიოლისავით ცხოველი ხასიათი აქვს,მასკერანოს მერე არ გვყოლია ეგეთი თავდადებული ტიპი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #3 25 ნოემბერი 2021 18:22
    3
    შენი ჭირიმე რა ანსუ და პედრიზე ვენებს იბრდღვნიდნენ სხვა კლუბები მაგრამ მოაწერეს ხელი და არაუხოს მაგის მეოთხედიც არ ღირს ამიტომ ეს ამბიციები გადადონ გვერდზე თორეემ მორიბას ბედს გაიზიარებს ყველაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 ნოემბერი 2021 18:11
    1
    ესე იგი ამასაც მილიარდს დაწესებენ გამოსასყიდს.
    გულშემატკივარი [?]
    #1 25 ნოემბერი 2021 18:04
    6
    სულით და გულით კულეა ვერ წარმოვიდგენ რომ ამან კლუბი დატოვოს