ბარსელონა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე 6 ფეხბურთელით წარდგება

ბარსელონა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე 6 ფეხბურთელით წარდგება

29 ნოემბერს პარიზში, შატელეს საოპერო თეატრში 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" ამ ღონისძიებაზე 6 ფეხბურთელით წარსდგება. 

მამაკაცთა გუნდიდან ოქროს ბურთის 30 კანდიდატს შორისაა პედრი. გონსალესი რაიმონ კოპას სახელობის ჯილდოს მოსაგებადაც იბრძოლებს, რომელსაც France Football საუკეთესო ახალგაზრდა (21 წლამდელ) ფეხბურთელს გადასცემს.

რაც შეეხება ქალთა ოქროს ბურთს, აქ "ბარსას" 5 წარმომადგენელი ჰყავს: ალექსია პუტელიასი, ირენე პარედესი, ლიკე მარტენსი, ჯენიფერ ერმოსო და სანდრა პანიოსი. პუტელიასი მოგების მთავარ ფავორიტად ითვლება.

ხსენებული ფეხბურთელები ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ჟოან ლაპორტას ხელმძღვანელობით კლუბის დირექტორთა საბჭოსთან ერთად გაემგზავრებიან.

ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი "ბარსელონას" ყოფილი კაპიტანი, ლიონელ მესია, რომლის მთავარ კონკურენტად რობერტ ლევანდოვსკი მიიჩნევა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 ნოემბერი 2021 17:20
    1
    არა მგონია ლეომ ოქროს ბურთი მოიგოს, მე მგონი შარშანდელ პიჩიჩის გადასცემენ. ლევანა რაღაც სასწაულ ფიზიკურ ფორმაშია, კიევთან რო გოლი გაიტანა რონალდუ დღესაც იმ გოლზე ილაპარაკებდა პუშკაშის პრიზი მინდაო.