ვილიარეალთან თამაშის მსაჯი ცნობილია

ვილიარეალთან თამაშის მსაჯი ცნობილია

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ შაბათს, "ბარსელონასა" და "ვილიარეალს" შორის გასამართი მატჩის მსაჯი სესარ სოტო გრადო იქნება.

41 წლის არბიტრმა კარიერა 2010 წელს დაიწყო და 2019 წლამდე ესპანეთის რანგით დაბალ დივიზიონებში გამოდიოდა, 2019 წელს კი ლა ლიგაში დააწინაურეს.

გრადოს "ბარსას" მონაწილეობით 4 შეხვედრაში უმსაჯია, რომელთაგან 3 კატალონიელთა მარცხით დასრულდა, ერთ მატჩში კი გუნდმა "ეიბართან" მარტივი გამარჯვება (5-0) მოიპოვა.

"ვილირეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება შაბათს, თბილისის დროით, 23:55 საათზე "სერამიკაზე" გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 25 ნოემბერი 2021 18:35
    0
    ვახ რა ცუდ დროს მოუწია ჩავის მოსვლა,კალენდარიც ჩვენს წინააღმდეგა,მარა ეგ არაფერი გადავხსნით.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 ნოემბერი 2021 17:16
    0
    ეს ორი წლის მოსული ყოფილა ლა ლიგაში და აბა ბოლო ორ წელში ლა ლიგაში მოგებაზე მეტი წაგება გვაქვს და არც არის გასაკვირი, ანტირეკორდისტა გვყავდა მწვრთნელად, მანამდე მეძროხე და რა გინდათ.