AS: პედრი იანვრამდე ვერ ითამაშებს

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველის, პედრის დაბრუნება ისევ გადაიდო. ამ ინფორმაციას მადრიდული AS ავრცელებს.
პედრიმ ტრავმა 14 სექტემბერს "ბაიერნთან" მატჩში მიიღო. მან 2 კვირის შემდეგ "ბენფიკასთან" ითამაშა, თუმცა, როგორც გაირკვა, ესპანელს ტრავმა მორჩენილი არ ჰქონდა, რამაც ფეხბურთელის მდგომარეობა ხელახლა გააუარესა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 წლის ტალანტს ტრავმის რეციდივი უკვე მეორედ აქვს.
AS-ის მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, პედრი 2022 წლამდე ვერ ითამაშებს. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ტრავმის ორი რეციდივის შემდეგ მკურნალობას ნულიდან იწყებს.
პედრის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 მატჩის ჩატარება დასცალდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]