ჩავი დემბელეს დარწმუნებას ცდილობს

"ბარსელონა" გუნდის თავდამსხმელის, უსმან დემბელეს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაყოლიებას ჩავი ერნანდესის დახმარებით ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ჩავი მიიჩნევს, რომ დემბელე განსაკუთრებული და განსხვავებული ფეხბურთელია. გუნდის მთავარი მწვრთნელი ცდილობს, 24 წლის შემტევი ხელშეკრულების გახანგრძლივებაში დაარწმუნოს.
იგივე წყარო იტყობინება, რომ "ბარსა" უსმანის ურთიერთდამოკიდებულებით გასახდელში და ვარჯიშებზე კმაყოფილია. დემბელე დადებითადაა განწყობილი და ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდა, თუმცა, პრობლემას კვლავ მისი აგენტი ქმნის, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს აჭიანურებს და მოთამაშეს სხვა კლუბში გადასვლისკენ მოუწოდებს.
გავრცელებული ცნობებით, დემბელეს აგენტის ფაქტორის მიუხედავად, ფეხბურთელის გარემოცვა დარწმუნებულია, რომ ფრანგი ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]