ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 25 ნოემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 25 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 25 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

25 ნოემბერს "ბარსელონამ" 12 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 8 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1934 წელი

მადრიდში გამართული ამხანაგური "ელ კლასიკო" "რეალ მადრიდმა" 5-1 მოიგო. "ბარსელონას" მხრიდან გოლი რამონმა გაიტანა.

1945 წელი

მადრიდში გამართული "ელ კლასიკო" "რეალ მადრიდმა" 3-2 მოიგო. "ბარსელონას" მხრიდან გოლები მარტინმა და გონსალვომ გაიტანეს.

1959 წელი

ჩემპიონთა თასის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" "მილანი" 5-1 გაანადგურა. გოლები კუბალამ (2), სეგარამ, მარტინესმა და ციბორმა გაიტანეს.

1998 წელი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "კამპ ნოუზე" "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამართული შეხვედრა 3-3 დასრულდა. მასპინძელთაგან გოლები რივალდომ (2) და სონი ანდერსონმა გაიტანეს.

რივალდოსთვის ეს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი პირველი გოლები იყო, მეორე მათგანი კი "ბარსელონასთვის" ამ ტურნირზე 150-ე გამოდგა.

2002 წელი

დაიბადა პედრი გონსალესი.

2006 წელი

"ვილიარეალთან" 4-0 მოგებულ შეხვედრაში რონალდინიომ ლა ლიგაში თავისი 50-ე გოლი გაიტანა.

2012 წელი

ისტორიაში პირველად "ბარსელონას" შემადგენლობაში მოედანზე ერთდროულად 11 "ლა მასიელი" იყო. ეს "ლევანტესთან" სტუმრად 4-0 მოგებულ შეხვედრაში მოხდა.

2014 წელი

ჩემპიონთა ლიგაზე აპოელ-თან სტუმრად 4-0 მოგებულ შეხვედრაში ლუის სუარესმა "ბარსელონას" მაისურით პირველი გოლი გაიტანა. დანარჩენ სამ შემთხვევაში თავი ლიონელ მესიმ გამოიჩინა.

2020 წელი

60 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი არგენტინელი შემტევი, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 ნოემბერი 2021 18:01
    0
    ციტატა: davidus2020
    გუშინ სიტი პსჟ მატჩს უყურე,კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მარტო ვარსკლავები არაფერს ნიშნავს, პსჟ ნაირი თავდასხმა ვის ყავს? მაგრამ რათ გინდა. სიტი ნამდვილი გუნდია! გვარდიოლა ჩემპიონია! იმედია ხავიც მაგ სიმაღლეზე ავა!

    პეპი მკვლელი მწვრთნელია. ეგ როგორ წავიდა, ნეტა რა აწყენინეს ამისთანა რო სამუდამოდ დაემშვიდობა ბარსელონას.
    ფანი [?]
    #3 25 ნოემბერი 2021 12:12
    0
    Bojan Krkic,
    ვალდესი
    მონტოია პუიოლი პიკე ალბა

    ფაბრეგასი ბუსკეცი ჩავი

    პედრო მესი ინიესტა
    Culé [?]
    #2 25 ნოემბერი 2021 11:34
    0
    გუშინ სიტი პსჟ მატჩს უყურე,კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მარტო ვარსკლავები არაფერს ნიშნავს, პსჟ ნაირი თავდასხმა ვის ყავს? მაგრამ რათ გინდა. სიტი ნამდვილი გუნდია! გვარდიოლა ჩემპიონია! იმედია ხავიც მაგ სიმაღლეზე ავა!
    წევრი [?]
    #1 25 ნოემბერი 2021 11:33
    1
    საინტერესო იქნებოდა 11-ეული რომ ჩამოგეწერათ, აკადემიის აღზრდილები ლევანტესთან. ან მსგავსი რამე თუ სადმე მომხდარა, ერთი პატარა სტატიაც საინტერესო იქნებოდა.

    თუ სწორად მახსოვს, ვალდესი, ალბა, პიკე, პუი, აი მარჯვნის არ მახსოვს, ინიესტა იყო მარცხენა ფლანგზე წინ აწეული მესი და პესროსთან ერთად, შუაში ბუსი ჩავი და ფაბრეგასი იდგა.