გავი ბარსასთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს | Fabrizio Romano

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი, გავი კატალონიურ კლუბში კიდევ დიდი ხნით დარჩება.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელები ახალი კონტრაქტის საკითხზე გავის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ახლა კი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო გვამცნობს, რომ მხარეებს შორის შეხვედრა პოზიტიური გამოდგა და მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.
5 წლიანი კონტრაქტი, სეზონურად მზარდი ანაზღაურებით, უკვე მზადაა. წყარო ასევე დასძენს, რომ ლონდონის "ჩელსი" მის გამოსასყიდ თანხას არ გადაიხდის. 17 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წლამდე მოქმედებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]