ჩავის მიმართვა ფეხბურთელებს: ვინმე ფიქრობს, რომ მიუნხენში მოგება არ შეგვიძლია?

ჩავის მიმართვა ფეხბურთელებს: ვინმე ფიქრობს, რომ მიუნხენში მოგება არ შეგვიძლია?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი რამ, რაც ჩავი ერნანდესმა "ბარსელონაში" მოსვლის შემდეგ გააკეთა, განწყობის შეცვლაა.

პირველივე დღიდან, "მაესტროს" ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ფეხბურთელებისთვის გამარჯვებულის მენტალიტეტის დანერგვა და თავდაჯერებულობის დაბრუნება იყო. თითოეულ მათგანთან ინდივიდუალური საუბრის შედეგად, ჩავიმ უიმედო გუნდი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ კოლექტივად გადააქცია.

"ბარსამ" "ბენფიკასთან" სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირა, თუმცა პირველ მატჩთან შედარებით, თამაშის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. ახლა მთავარი გამოწვევა მიუნხენში "ბაიერნის" წინააღმდეგ მაქსიმუმის გაღება და ჯგუფური ეტაპის დაძლევაა. ჩავი ამ გამოწვევას არ უშინდება. მან საკუთარი ოპტიმიზმი საჯაროდ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ გუნდი გერმანიაში მოსაგებად ჩავა.

Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, დღევანდელი ვარჯიშის დაწყებამდე ჩავიმ ფეხბურთელები გაამხნევა და მამოტივირებელი სიტყვებით მიმართა:

"აქ ვინმე ფიქრობს, რომ მიუნხენში მოგება არ შეგვიძლია? ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ეს ნამდვილი საჩუქარია, ფეხბურთი ახალ შანსს ყოველთვის გაძლევს. 

თქვენ ყველაფერი გაიღეთ და ხალხი თქვენით ამაყობდა. თუ ამ ინტენსივობით ვითამაშებთ, წინააღმდეგობას ნებისმიერს გავუწევთ."

"ბაიერნთან" მატჩი ფინალის ტოლფასია. მოგების შემთხვევაში "ბარსა" ჯგუფიდან გავა და დიდ სირცხვილს გადაურჩება. რთული ამოცანაა, თუმცა ჩავის გუნდი ბრძოლას აპირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #11 25 ნოემბერი 2021 01:38
    4
    პეპი საძროხეთს უბაბანებს იეჰაააა😂😂😂😂
    ფანი [?]
    #10 25 ნოემბერი 2021 01:10
    9
    5:0 რო მოუგო მიუნხენგლადბახმა ბავარიას აი პირველივე წუთებიდან თამაშის ბოლომდე შეჭამეს პრესინგით რასაც ჰქვია. ძაან გაურთულეს ასე თამაში, ვერ მოდიოდა გონზე ბავარია. იმედია მსგავს რამეს ვიხილავთ
    --------------------
    #infinit8iniesta
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 25 ნოემბერი 2021 00:06
    0
    ციტატა: Norman Bates
    ციტატა: SHOTADEPAY9
    ბარსა რომ გაყიდონ არა? მაგალითად არაბზე და ტრანსფერები იქნება

    წადი სიტის უგულშემატკივრე ან ნიუკასლს

    პსჟ არ ამომიგდოთ სიიდან.

    ციტატა: SHOTADEPAY9
    ბარსა რომ გაყიდონ არა? მაგალითად არაბზე და ტრანსფერები იქნება

    იმედია იხუმრე.
    ფანი [?]
    #8 24 ნოემბერი 2021 23:06
    2
    ისე ბაიერნი უფრო გახსნილად ითამაშებს და მეტი შანსი მაინც არის რომ გავუტანოთ რავი ბენფიკა გუშინ ვაფშე დაცვაში ეგდო თამაში არ გახსნა იმიტომ რომ ფრე აწყობდათ მაინც და აი როგორ მინდა რომ დინამომ გაუტანოს და გაამწაროს კიევში კი გადაურჩა წაგებას ბენფიკა ცოტა დააკლდა დინამოს და იმედია ბოლო ტურს არ ჩააგდებენ
    გულშემატკივარი [?]
    #7 24 ნოემბერი 2021 22:24
    5
    ციტატა: SHOTADEPAY9
    ბარსა რომ გაყიდონ არა? მაგალითად არაბზე და ტრანსფერები იქნება

    წადი სიტის უგულშემატკივრე ან ნიუკასლს
    Culé [?]
    #6 24 ნოემბერი 2021 22:12
    4
    ინვალიდები თუ გამოჯანმრთელდნენ მაგ დრომდე შეიძლება დადებით შედეგზე ფიქრი.სადაც დინამომ გაუტანა იქ ჩვენც გავიტანთ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 ნოემბერი 2021 22:10
    2
    რა გითხრა აბა, შენც კარგად გახსოვს რო მიუნხენში ჩვენ მოგება არა გვაქვს. თუმცა ამაზე ძლიერებიც ვყოფილვართ თუნდაც 2015-ში.
    ფანი [?]
    #4 24 ნოემბერი 2021 21:52
    4
    SHOTADEPAY9,
    ეგ ჯერ ერთი შეუძლებელია ესპანეთში და მერე მეორე საშინელება იქნებოდა, ეგ არის ფეხბურთის სიკვდილი როცა ყველაფერს ფულით ცდილობ, ფულით ტიტულებს ვერ იყიდი, პსჟ და სიტი მაგის დასტურია, ვერცერთი ვერ დადებს ლიგას, ღორებივით მიჰყავთ არასაჭირო ვარსკვლავები, რაიმე წმინდა ხომ უნდა დატოვონ გუნდში, ამხელა ისტორიის გუნდია ბარსა, ბევრი ჩავარდნა ჰქონია და ფეხზე მაინც წამოდგა , ასე რომ გუნდის ფულზე გაყიდვა დანებებაა რასაც იმედია არ იზავენ
    --------------------
    CULE FOREVER
    გულშემატკივარი [?]
    #3 24 ნოემბერი 2021 21:35
    8
    კუმანი რო ყოფილიყო: იცით ბიჭებო კი აზრი არააქ ბაიერნთან თამაშს მარა რავი რამე იქნება ;)))))) აუცილებლად მიაღწევს ჩავი წარმატებებს 2-3 კარგი ტრანსფერი აქედან 2 კარგი შემტევი და აუცილებლად მოიხოდება გუნდი მატჩიდან მატჩამდე დიდი პროგრესი აქვს გუნდს ბაიერნამდე 2 მატჩი დაგვრჩა კიდევ უფრო შეიკვრება გუნდი იმედია ფეხბურთელები მხოლოდ დაგვიბრუნდებიან და ოპტიმალური შემადგენლობით გავალთ ვისკა ბარსა !! რაცარუნდა მოხდეს, ყოველთვის ❤️🔴🔵
    წევრი [?]
    #2 24 ნოემბერი 2021 21:27
    0
    ბარსა რომ გაყიდონ არა? მაგალითად არაბზე და ტრანსფერები იქნება
    Culé [?]
    #1 24 ნოემბერი 2021 21:22
    5
    ჩმორების თავში რთული შესაშვებია ეგ აზრი.