ბარსელონა ისტორიულ ანტირეკორდს უახლოვდება

ბარსელონა ისტორიულ ანტირეკორდს უახლოვდება

მიმდინარე სეზონი "ბარსელონასთვის" გამორჩეულად ცუდი რომაა, ამაზე ყველანაირი სტატისტიკა მეტყველებს. ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ჩარჩენასთან ერთად, გუნდი ისტორიული ანტირეკორდის დამყარებასთანაა ახლოს. 

5 ტურის შემდეგ გატანილი 2 გოლი კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია. გაუმჯობესების შანსები კი ძალიან მცირეა.

"ბლაუგრანას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საშუალოდ 13.1 გოლი გააქვს, ანუ 2.18 გოლი ერთ მატჩში. წელს ეს მაჩვენებელი 0.4-მდეა შემცირებული - 2 გოლი 5 თამაშში. უარესი შედეგი ტურნირის მონაწილე 32 გუნდიდან მხოლოდ სამს აქვს: კიევის "დინამოს" (0.2), "მალმიოსა" (0.2) და დონეცკის "შახტარს" (0.25).  

"ბარსას" რეკორდი ჯგუფურ ეტაპზე 20 გოლია - კლუბმა ეს შედეგი 2011/12 და 2016/17 წლების სეზონებში, პეპ გვარდიოლასა და ლუის ენრიკეს მწვრთნელობის ბოლო წლებში, დააფიქსირა.

ანტირეკორდი კი 7 გოლს ითვლის. პირველად, 1997/98 წლების სეზონში ლუი ვან გაალის "ბარსელონას" 7 შედეგიანი დარტყმა ჯგუფიდან გასასვლელად არ ეყო, მეორედ კი - 2009/10 წლებში 7 გოლით "ბარსამ" პირველი ადგილი დაიკავა და იმ სეზონში ნახევარფინალშიც გავიდა.

წელს "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" მეტოქეთა კარის ბადე სულ ორჯერ შეარხიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს ახალი ანტირეკორდის თავიდან ასაცილებლად "ბაიერნთან" მინიმუმ 5 გოლის გატანა სჭირდება.

თუმცა "რეკორდმაისტერთან" 5 გოლს არავინ ითხოვს, მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, რისთვისაც უბრალოდ მოგებაც საკმარისია. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ბედს "ბენფიკასა" და კიევის "დინამოს" მატჩის შედეგი გადაწყვეტს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 24 ნოემბერი 2021 22:13
    1
    მოკლედ ბაიერნთან მოგება რო გვინდოდა კი ვიცოდი, მაგრამ არამგონია 5 გოლი გავიტანოთ. ჯანდაბას 1-0 იყოს და ანტირეკორდს გადავიტანთ როგორმე.
    ფანი [?]
    #5 24 ნოემბერი 2021 21:47
    1
    Iniesta_8,
    ამ კრიზისში 90 მინიონი ჰაერივით გვჭირდება და ნიკო ნაღდად მირჩევნია ფრენკის
    --------------------
    CULE FOREVER
    Culé [?]
    #4 24 ნოემბერი 2021 21:20
    0
    დე იონგში მართლა 90 მილიონს თუ გვთავაზობს ვინმე დაუფიქრებლად გასაყიდია, არაფრით გამორჩეული მოთამაშე არაა და ისეთი თამაშიც არ მახსენდება მაგის არ ყოფნით ან ყოფნით რომ გადამწყდარიყო მატჩის ბედი. 90 ლიმონად უმაღლესი დონის ნახევარმცველი მოვა.
    ფანი [?]
    #3 24 ნოემბერი 2021 21:14
    0
    ბარამიძე ლუკა,
    ხო მაგრამ მაშინ მესი-ნეიმარი-სუარესით ვუტევდით, ნახ დაცვაში რაკიტიჩი-ბუსი-ინიესტა გვყავდა , მაგრამ 1 ით 0 რომ მოვიგოთ ეგეც გაასწორებს თან ძაან
    --------------------
    CULE FOREVER
    წევრი [?]
    #2 24 ნოემბერი 2021 20:51
    0
    《○BIG ĆULE○》,
    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    ნუ გეშიანიათ გავუტანთ ბაიერნს 6 გოლს და ანტირეკორდიც არ იქნება და გავალთ კიდეჩ🤣🤣😂

    ლუის ენრიკემ 6 ბურთი, 6 ბურთიო :დ
    ფანი [?]
    #1 24 ნოემბერი 2021 20:38
    1
    ნუ გეშიანიათ გავუტანთ ბაიერნს 6 გოლს და ანტირეკორდიც არ იქნება და გავალთ კიდეჩ🤣🤣😂
    --------------------
    CULE FOREVER