მემფისის საშინელი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე

მემფისის საშინელი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე

მემფის დეპაი მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" შეტევის ლიდერად ჩამოყალიბდა, თუმცა ნიდერლანდელი თავის გამოჩენას მხოლოდ ლა ლიგაში ახერხებს. 27 წლის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან მოიკოჭლებს, რაზეც მისი სტატისტიკაც მეტყველებს.

მემფისმა ჩემპიონთა ლიგაზე ხუთივე მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა გოლის გატანასთან ახლოსაც კი არ ყოფილა. "ბენფიკას" წინააღმდეგ მან მიმდინარე სეზონში კარისკენ პირველად დაარტყა. წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ასეა - "ბარსას" მთავარმა თავდამსხმელმა 5 თამაშში კარისკენ მხოლოდ ერთხელ გაისროლა.

ჯამში, მემფისს ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 7 მატჩია, თავი არ გამოუჩენია. "ბარსასთან" ერთად ჩატარებულ 5 შეხვედრას, "ლიონის" მაისურით 2019/20 წლების სეზონში მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში, შესაბამისად, "სიტისა" და "ბაიერნის" წინააღმდეგ გამართული მატჩები ემატება (გასულ სეზონში "ლიონი" ევროტურნირებზე არ ასპარეზობდა). დეპაიმ ბოლოს 2019/20 წლების სეზონის მერვედფინალში "იუვენტუსს" გაუტანა გოლი.

ნიდერლანდელს მსგავსი მშრალი სერია აქამდეც ჰქონია - 2015-დან 2018 წლამდე მან ჩ. ლიგაზე ჩატარებულ ზედიზედ 7 შეხვედრაში (5 "მანჩესტერის", 2 კი "ლიონის" მაისურით) ვერ გამოიჩინა თავი. ამასთან, ეს ევროტურნირებზე მისი ყველაზე გრძელი უგოლო სერიაა, ვინაიდან 27 წლის შემტევს ევროპა ლიგაზე მაქსიმუმ 6 ისეთი მატჩი ჩაუტარებია, სადაც მეტოქის კარი ვერ აიღო.  

მემფისს ნავსის გატეხვა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, "ბაიერნის" წინააღმდეგ შეეძლება - "ბარსას" "რეკორდმაისტერთან", გოლის გატანა როგორც არასდროს, ისე სჭირდება და ამას პირველ რიგში დეპაისგან მოველით. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #11 25 ნოემბერი 2021 01:14
    0
    40-50 მილიონად ძაან თავისუფლად გაიყიდება. კარგი ასაკი აქ და ასე თუ ისე კლასიც, მაგრამ ფაქტია აქ ვერაფერს აკეთებს, ზოგჯერ მგონია დემბელეზე უარესი გადაწყვეტილებების მიღების უნარი აქ
    --------------------
    #infinit8iniesta
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 24 ნოემბერი 2021 23:56
    0
    ოო ეს ბაიერნთან დაგლიჯავს, მინიმუმ დუბლს გაიფორმებს.
    ეს, რომ ლიდერია იმიტომაცაა ბარსა კარგ დღეში.

    ციტატა: ROUCH
    ეგრეც ვიცოდი რო ლიგა ერთის ვოლკი იყო და აქ ჩააჯვავდა. ამ ზაფხულს მიასაღეთ ვინმეს პატარა ფულს შემოიტანს

    იქაც კი არ იყო ეს ვოლკი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 24 ნოემბერი 2021 22:16
    2
    მოკლედ მოუწევს ნავსის გატეხვა ეხლა მთავარია რამდენს გაიტანს, მე მგონი ერთით მეტი რო გაიტანოს ვიდრე ბაიერნი მშვენიერი იქნება.
    Culé [?]
    #8 24 ნოემბერი 2021 20:17
    2
    ნუ ეხლა, უფასოდ მოყვანილი კრიზისში გამოსადეგი ფორვარდია, წესიერი ფორვარდის შემცვლელად რომ ივარგებს, ფაქტობრივად ანსუს და წესიერი ვინგერის ზამენა
    წევრი [?]
    #7 24 ნოემბერი 2021 20:10
    2
    ლუზერი ჰოლანდიელია ჩვეულებრივად,დეიონგის თამადობით.იმას ერთადერთი ბურთის ამოტანა ეხერხება და იმასაც თამაშში ერთდელ ძლივს აკეთებს.17 წლის გავიმ დაიხია 25 წლის ზრდასრული,"ტოპ ნახევარმცველი".დეპაის იმედი არც არასდროს მქონდა და არც მექნება.ათასში ერთი გამონათება აქვს,არც შემსრულებლად ვარგა და არც გამქცევად,კუთხურების ჩაწოდების მეტს ვერაფერს აკეთებს.დემბუს ერთი გარბენა მირჩევნია მაგის მთელ კარიერას
    ფანი [?]
    #6 24 ნოემბერი 2021 20:07
    4
    ნუ ტრაგედიაა როგ გუნდი ამის იმედად არის და ამან გადაგვირჩინე ბევრი ქულა, ძაან მაზილა, ტრიპაჩი და ფაფხურა ტიპია, წლის ბოლოს კაი ფასში გაყიდონ და ვინმე ფორვარდი მოიყვანონ
    --------------------
    CULE FOREVER
    Culé [?]
    #5 24 ნოემბერი 2021 19:39
    2
    არ არის ეს კაცი ბარსას დონე და შეეცი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 ნოემბერი 2021 19:33
    1
    ეგრეც ვიცოდი რო ლიგა ერთის ვოლკი იყო და აქ ჩააჯვავდა. ამ ზაფხულს მიასაღეთ ვინმეს პატარა ფულს შემოიტანს
    გულშემატკივარი [?]
    #3 24 ნოემბერი 2021 19:31
    3
    გაყიდონ უნდა ერთ 50 მილიონში მაინც. შეხედავ მინი ტანკივითაა და 15 წუთში იღლება რა უბედურებაა ყველა ინვალიდი აქ როგორ იყრის თავს ვერ ვხვდები.
    --------------------
    ბარსა კი არა ჩასვრაა უკვე ეს ყველაფერი.
    Culé [?]
    #2 24 ნოემბერი 2021 19:10
    5
    ამან მთელი თამაში რაც აკეთა იმაზე მეტი გააკეთა ამდენი ხნის უთამაშებელმა ცალფაზიანმა დემბელემ რომელიც შეცვლაზე შემოვიდა..😒😒
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    წევრი [?]
    #1 24 ნოემბერი 2021 19:01
    4
    თავიდან კარგად დაიწყო და მერე მოუკლო თამაშს