რა თანხას დაკარგავს ბარსელონა ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნით?

რა თანხას დაკარგავს ბარსელონა ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნით?

"ბარსელონა" ევროპის ლიგასთან ძალიან ახლოსაა. ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში მიუნხენში ვერმოგება და ჩვენი საყვარელი გუნდი პრესტიჟით მე-2 საკლუბო ტურნირზე გადაინაცვლებს.

რა შეიცვლება, თუ "ბარსა" ევროპის ლიგაზე ითამაშებს? სპორტული თვალსაზრისით ბევრი არაფერი. პირიქით, შესაძლოა, კარგიც კი იყოს. "ბარსელონა" რომ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მომგები არაა, ამას ყველა ვხვდებით. გუნდი ზამთარში თვალშისაცემად ნამდვილად ვერ გაძლიერდება და ჩავისაც თავისი იდეების დანერგვისთვის დრო დაჭირდება. ევროპის ლიგაზე კი გაცილებით მეტი შანსი გვექნება, რადგან ეს ტურნირი გრანდების სიმრავლით არ გამოირჩევა.

სპორტული ფაქტორის მიუხედავად ევროპის ლიგაზე გადასვლა "ბარსელონასთვის" მაინც ძალიან დიდი დარტყმა იქნება, რაც ფინანსურ მხარეს უკავშირდება. თუ "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გავიდა, კატალონიელები 9.6 მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო თუ 1/4 ფინალამდეც გააღწევენ, დამატებით კიდევ 10.6 მილიონს. ევროპის ლიგის ფლეი ოფში მოხვედრა კი კლუბის ბიუჯეტს მხოლოდ ნახევარი მილიონით შეავსებს. იმისათვის, რომ "ბარსამ" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ტოლფასი ანაზღაურება მიიღოს, ევროპის ლიგის მინიმუმ ფინალში უნდა გავიდეს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლის სანაცვლო თანხას კი კატალონიელები ევროპის ლიგის მოგების შემთხვევაშიც კი ვერ მიიღებენ.

აქ საუბარი მხოლოდ UEFA-სგან მისაღებ საპრიზო თანხებზეა, რასაც სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან თანხის შემცირებაც დაემატება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 24 ნოემბერი 2021 23:44
    1
    ისეთი თე,,ი გუნდია ბაიერნი, რომ აი დარწმუნებული ვარ ლევანასაც არ დაასვენებს, მიუხედავად იმისა, რომ არაფერში არ ჭირდება ქულები. არავინ არ დავინდეთ და ბარსელონა რატომ უნდა დავინდოთო იტყვიან. სტატისტიკაც აინტერესებთ ეტყობა და ლევანდოვსკის გოლებიც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 24 ნოემბერი 2021 22:22
    0
    მოკლედ მაგარ გაუგებრობაში ვართ, ლიგაზე გავალთ მაყუთს ვიშოვით, მაგრამ ვინმე ლივერპული ჩელსი შეგვხვდება და გავპაზორდებით, როგორც შარშან.
    ევროპა ლიგაზე გასვლა კი ისედაც პაზორია თან უფულოდ. მოკლედ ძნელი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი საჭიროა თუ არა ბაიერნის დამარცხება.
    Culé [?]
    #13 24 ნოემბერი 2021 20:29
    0
    არც ჩემპიონთა ლიგა მაინტერესებს და არც ევროპა ლიგა 2013 წლიდან (ხერარდო მარტინო რომ მოვიდა) 8 ! წელიწადია გუნდს მთავარი მწვრთნელი არ ჰყოლია (ენრიკე არ ითვლება ის ენრიკე და დღევანდელი ლუის ენრიკე ცა და დედამიწაა) ჯერ გუნდი აქვს ჩავის გასაკეთებელი რესურსს კი ვხედავთ რაც ჰყავს ცენტრს კიდევ არა უშავს მეტ ნაკლებად შეტევაში დიიდი პრობლემა 9 -ნი გარემარბები პრობლემა დაცვა მთლიანად კატასტროფა (ერთი არაუხო გაზაფხულს ვერ მოიყვანს) ჯერ იანვარში როგორმე ადეიემი მოუყვანეთ და გასაშვები იმდენია ერთი გუნდი კი გამოვა და სკამისთვისაც დარჩება ხალხი ზაფხულამდე ზუსტად ეცოდინება ვინ გამოადგება და ვინ არა და რა პოზიციაზე
    Culé [?]
    #12 24 ნოემბერი 2021 20:15
    0
    ნუ 9.8 მილიონზე ყოფილა საუბარი, ეგ დიდი არაფერი;
    ევროპალიგის მოგებას სხვა პლუსები ექნება, ტელეტრანსლირებიდან+ტიტულიდან შემოვა შემოსავლები
    გულშემატკივარი [?]
    #11 24 ნოემბერი 2021 19:51
    2
    ბარსელონას ევროპის ლიგაზე ნახვას სულ ბოლოზე გავსულიყავით ის მერჩივნა. ბაიერნთან ჩავი ALL IN-ზე წავა თქო ვიტყოდი, მაგრამ როცა ჩიპები არ გაქვს, იძახე ოლინი და იყავი :)
    გულშემატკივარი [?]
    #10 24 ნოემბერი 2021 19:39
    1
    ახალგაზრდებისთვის ევროპა ლიგა კაი საჯირითე ტურნირი იქნება :) იქნებ მოიგონ კიდეც. ნუ ფინანსურად ცუდია ცხადია.
    წევრი [?]
    #9 24 ნოემბერი 2021 19:32
    1
    გავკარი ევროპის ლიგას...სირცხვილია... ბარტომეუ და კუმანი — თქვენს კისერზეა ამათი ცოდვა...არც შენ ანგელოზი ლაპორტა მესი რომ გაუშვი...

    ციტატა: kanja
    გავკარი ევროპის ლიგას...სირცხვილია... ბარტომეუ და კუმანი — თქვენს კისერზეა ამათი ცოდვა...არც შენ ხარ ანგელოზი ლაპორტა მესი რომ გაუშვი...
    გულშემატკივარი [?]
    #8 24 ნოემბერი 2021 18:58
    3
    კულეებო, ეს სეზონი თითქმის ყველამ ისედაც ვიცოდით, რომ ასეთი იქნებოდა.
    მთავარია ყურები არ ჩამოვყაროთ. პირიქით, ბარსას გამხნევებაა სჭირდება!!
    ფანი [?]
    #7 24 ნოემბერი 2021 18:46
    0
    ციტატა: JasoN
    ციტატა: ჯორჯ
    ბაიერნი წესით უმოტივაციო უნდა იყოს და რავიცი ერთხელ მაინც როგორ არ უნდა გაგვივარდეს

    სამწუხაროდ მე უმოტივაციო ბაიერნი მე არ მახსოვს((

    ჰო აი დაჟე ენრიკემ რომ 3:0 ამოსდო და პირველ ტაიმს 1:2 აგებდა ალიანც არენაზე განმეორებითში, იმდენად ჩათლახი კლუბია 3:2 დაგვიტრიალა მაინც იმის მიუხედავად რომ უკვე პირველი თამაშის მერე იცოდნენ ბარსა ითამაშებდა ფინალს 70/80% ით
    ფანი [?]
    #6 24 ნოემბერი 2021 18:38
    0
    ისე ვოლსბურგში რო ლაკროიქსია რას ფიქრობთ? ძაან კლასნია თან ტანკივითაა როგორც არაუხო და სწრაფია პლიუს ჩემი აზრით ძაან მკვლელ დუოს შემქნიდნენ დაცვაში🔥🔥
    ფანი [?]
    #5 24 ნოემბერი 2021 18:37
    1
    ციტატა: ჯორჯ
    ბაიერნი წესით უმოტივაციო უნდა იყოს და რავიცი ერთხელ მაინც როგორ არ უნდა გაგვივარდეს

    სამწუხაროდ მე უმოტივაციო ბაიერნი მე არ მახსოვს((
    გულშემატკივარი [?]
    #4 24 ნოემბერი 2021 18:32
    1
    ბაიერნი წესით უმოტივაციო უნდა იყოს და რავიცი ერთხელ მაინც როგორ არ უნდა გაგვივარდეს
    ფანი [?]
    #3 24 ნოემბერი 2021 18:17
    1
    ბაიერნის რო ვიცი შანსი არაა არ დაგვინდობს მაგრამ ისაა კარგად რო ამ გუნდს უკვე პროგრესიაქ 10დღეა რაც ავარჯიშებს ხავი და მე შედეგს ვხედავ უვრალოდ შემსრულებელი არ ყავს გუნდს ამ ცუილა 1 რამე მაინც გაეკეთებია რამე ლისაბონში ფრე მაინც წამოღო
    ფანი [?]
    #2 24 ნოემბერი 2021 18:07
    0
    რავი, ბაიერნი რაში გვიჯიგრებს რო? არადა გარანტიით პირველი ადგილი აქვთ, საკუთარ ჩემპიონატშიც არ აქვთ მთლა ადვილად საქმე, ბორუსია უკან მისდევს. არ იქნებოდს ცუდი რო დაეკიდათ და მოეცათ ის სამი ქულა, პროსტა არაა ეგ ის გუნდი ეგ რო ქნას. ცალკე ბენფიკა მოუგებს დინამო კიევს ალბათ სახლში.
    Culé [?]
    #1 24 ნოემბერი 2021 18:00
    0
    ანუ პერესის ტრაკში ვართ 🌽👌🤣
    --------------------
    ARTHUGS