ჩავიმ ბრეითუეიტს ნდობა გამოუცხადა

ჩავიმ ბრეითუეიტს ნდობა გამოუცხადა

"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ჩავი ერნანდესსა და თავდამსხმელ მარტინ ბრეითუეიტს შორის რამდენიმე დღის წინ შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ Sport-ის ჟურნალისტი, ტონი ჟუანმარტი წერს.

წყაროს თანახმად, 41 წლის სპეციალისტმა დანიელ ფეხბურთელს ნდობა გამოუცხადა და უთხრა, რომ მისი პროფილის მოთამაშე გუნდს ძალიან გამოადგება.

"მაესტრო" ბრეითუეიტზე ფსონის დადებას იანვრიდან აპირებს, თუმცა Sport-ის ინფორმაციით, შესაძლოა, 30 წლის შემტევი მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდეს. მარტინი გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერს აკეთებს და მას სჯერა, რომ მიმდინარე წელს თამაშს კიდევ მოახერხებს. ამის გათვალისწინებით, ახალ წლამდე მისი დაბრუნების შანსები მართლაც რეალურია.

ბრეითუეიტმა ტრავმა სეზონის დასაწყისში მიიღო და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა. დანიელმა მხოლოდ სამი შეხვედრის ჩატარება მოასწრო და თავი 2 გოლსა და 2 საგოლე გადაცემას მოუყარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #9 24 ნოემბერი 2021 19:37
    0
    ზამენა ბრეიტაზე უკეთესი არც დაგიჯდება. მებრძოლია და დატოვონ სეზონის ბოლომდე. ნუ მერე სარფიანად გაყიდვაზე იფიქრონ მაგალითად პრემიერლიგაში.
    Culé [?]
    #8 24 ნოემბერი 2021 18:01
    0
    როგორ გაგვიცრუა იმედები blush
    --------------------
    ARTHUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 24 ნოემბერი 2021 17:51
    1
    ბრეითუეიტმა ტრავმა სეზონის დასაწყისში მიიღო და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა. დანიელმა მხოლოდ სამი შეხვედრის ჩატარება მოასწრო და თავი 2 გოლსა და 2 საგოლე გადაცემას მოუყარა.
    წარმოიდგინეთ, ტრამვა რო არ მიეღო და ამ გრაფიკით განეგრძო თამაში. დღეს ალბათ ბომბარდირებში იქნებოდა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რა უაზრობებს აკეთებს დეპაი. ერთი ერთზე რო გავიდეს მცველს დაელოდება და მერე მცველისაც და მეკარის მოტყუებას ცდილობს ან უაზრო პასს აკეთებს. ეს საერთოდ როგორაა ნაკრებში ბომბარდირი ვერ ვხვდები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 24 ნოემბერი 2021 17:25
    3
    დარწმუნებული ვარ, რომ არა "41 წლის სპეციალისტი", კუმანის ხელში ბარსა უეჭველი წააგებდა გუშინ.
    ფანი [?]
    #5 24 ნოემბერი 2021 17:16
    1
    სხვა გზა არის? 🤔
    ფანი [?]
    #4 24 ნოემბერი 2021 17:03
    1
    რავიცი ეს სათადარიგოზე გვეგდოს მაინც, მშრომელი ტიპია
    --------------------
    CULE FOREVER
    ფანი [?]
    #3 24 ნოემბერი 2021 16:35
    5
    არადა ეს რომ ყოფილიყო უეჭველი ერთს მაინც შეაგდებდა კი დიდად სუარესი ტორესი და ვილა არარის მაგრამ მუშაა მაგარი და რამეს იზამდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 ნოემბერი 2021 16:34
    1
    რა დღეშია გუნდი ამის იმედზე როა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #1 24 ნოემბერი 2021 16:33
    3
    სეზონის დასაწყისშივე რო მეყვანა პიჟონ ლაპორტას ჩავი ასე არ მოხდებოდა, ურთულესი მდგომარეობაშია გუნდი. რესურსი არაა ფიზიკურად, ან რაც ითამაშეს წუხელ ეგეც გასაკვირია.